გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The economist მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წინასწარი ანგარიშის მიმოხილვას გვთავაზობს.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში ყოველთვის ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ტურიზმი თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი, მაღალშემოსავლიანი და ყველაზე დინამიურად განვითარებადი დარგია. სწორედ ტურიზმი არის ვალუტის მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი გენერატორი.
ეს სფერო ყოველწლიურად ამტკიცებს თავის დიდ მნიშვნელობას ქვეყნების საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის წარმართვის პროცესში. ის ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ზრდის საექსპორტო შემოსავალს და ავითარებს ინფრასტრუქტურას.
ბოლო ექვსი წელია, საგრძნობლად დიდი ცვლილებები შეინიშნება მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში. ექსპერტების თქმით, იგი არაა განვითარებული მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ნაწილში, დღესდღეობით, ამ ინდუსტრიამ არა მხოლოდ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა, არამედ მსოფლიოს სხვა ადგილებიც „აღმოაჩენინა“ მოგზაურობისა და დასვენებების მოყვარულთ.
საერთაშორისო ტურისტული შემოსავლები 1950 წლიდან 2014 წლამდე კოლოსალური რიცხვებით გაიზარდა. თუ 1950 წელს შემოსავალი 2 მილიარდი დოლარი იყო, იგი 1980 წლისთვის 104 მილიარდამდე გაიზარდა. 1995 წელს 415 მილიარდი შეადგინა, 2014 წლის მონაცემებით 1245 მილიარდი გახდა.
ანგარიშის ავტორები გრძელვადიან შედეგებზე საუბრობენ. პირველ რიგში, მათ აქვთ იმის მოლოდინი, რომ საერთაშორისო ტურიზმის შემოსავლები 3,3%-ით გაიზრდება ყოველწლიურად 2010 წლიდან – 2030 წლამდე.
1980 წლიდან 2014 წლამდე განვითარებადი ქვეყნებისთვის ტურიზმი 30%-იდან 45%-მდე გაიზარდა, მკვლევარების აზრით, 2030 წლისთვის მოსალოდნელია 57%-იანი ზრდა,რაც ამ ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობისთვის ძალიან კარგი იქნება.
მიუხედავად იმისა,რომ მსოფლიოში მრავალი გეოპოლიტიკური, ეკონიმიკური, სოციალური თუ სხვა პრობლემები და საფრთხეები არსებობს, ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2009 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, ყველაზე მეტი ტურისტი 2014 წელს დაფიქსირდა, 2015 წლის მიწურულამდე ორი თვეა, თუმცა ფიქრობენ რომ მონაცემები წინა წელთან შედარებით უკვე გადაჭარბებულია.
საერთაშორისო ორგანიზაცია ტურიზმის სფეროში, იგი 1974 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად გვთავაზობს ანგარიშს, კვლევებსა და სტატისტიკებს. 2015 წლის მსოფლიო ტურიზმის შეფასება და ოფიციალური ანგარიში 2016 წელს გვეცოდინება, თუმცა პირველადი მონაცემები და 2030 წლამდე არსებული პერსპექტივები უკვე ცნობილია. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია მსოფლიო როგორც აღვნიშნეთ, ორგანიზაცია კონცენტრირებულია საერთაშორისო ტურიზმის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებაზე და შედარებაზე, ეს მონაცემები ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვისა და დაგეგმარებისთვის მეტად საჭიროა.
პირველადი მონაცემები, რომლებიც წლის ბოლოს მუშავდება და საბოლოო სახეს იძენს, სხვადასხვა ქვეყნიდან მიეწოდება ორგანიზაციას, ეს მონაცემები კი საშუალებას იძლევა გაკეთდეს მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის ზრდისა და შემცირების შედარებითი ანალიზი.
ევროპამ 2014 წელს 582 მილიონი საერთაშორისო ტურისტი მიიღო, 2015 წლისთვის ეს 593 მილიონამდეა გაზრდილი, აშშ-ს მონაცემებით, ტურისტების რაოდენობამ თუ გასულ წელს 181 მილიონი შეადგინა,13 მილიონიანი ზრდაა ამ წელს. აზიის შემთხვევაში ეს რიცხვი 263 მილიონია. შუა აღმოსავლეთში ორი წლის მონაცემებით პოზიტიურ შედეგები გვაქვს, ტურისტთა რიცხვი 2013 წელთან შედარებით 3 მილიონით გაიზარდა და 51 მილიონი შეადგინა.
საერთაშორისო ტურისტების მიერ ყველაზე მონახულებადი ქალაქების ხუთეული ასე გამოიყურება: პარიზი – დაახლოებით, 15 მილიონი (ტურისტთა რიცხვი 2010 წლის მონაცემებით) ტურისტი ერთ წელში, ლონდონი – 14,6 მილიონი, ნიუ-იორკი 9,7 მილიონი, ანტალია და სინგაპური 9,2 მილიონი ტურისტი.
პირველადი მონაცემების ანგარიშში ზუსტი ციფრები არაა დასახელებული,თუმცა განხილულია სამომავლო პერსპექტივები. ორგანიზაციამ სამომავლო პერსპექტივების შესახებ საფუძვლიანი მუშაობა 1990 წელს დაიწყო, ანგარიშის მონაცემები 2020 წლამდეა გათვლილი, მეორე სამუშაო ჯგუფი 2010 წელს-2030 წლის პერსპექტივით მუშაობს.
ეს წინასწარი მონაცემები გამდიდრებულია პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური თუ გარემო ფაქტორების აანალიზით. ანგარიშის (Tourism Towards 2030) მიხედვით, ყოველწლიური მატება 2010 წლიდან 2030 წლამდე 4 %-ი იქნება. პროცენტები უშუალოდ რაოდენობაში, რომ გადავიყვანოთ დავინახავთ, რომ ეს წელიწადში 43 მილიონით მატებას გულისხმობს.
ჩვენ ოცწლიანი პერსპექტივის ეს რიცხვი შეგვიძლია შევადაროთ 1995 წლიდან 2010 წლამდე არსებულ რიცხვს, 28 მილიონს. შესაბამისად, ანგარიშში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ტექნოლოგიურმა თუ სხვა მნიშვნელოვანმა მიღწევებმა ორჯერ მეტად გაზარდა ტურისტთა რიცხვი ერთ წელში.
2020 წლის პერსპექტივით, არსებული სამუშაო ჯგუფი ვარაუდობს, რომ წელიწადში 1,4 მილიარდი ტურისტი ეყოლება მსოფლიოს. 2030 წლისთვის, ეს რიცხვი 1,8 მილიარდს მიაღწევს.
2015 წელმა გვაჩვენა, რომ ყველაზე მზარდი პოტენციალი ტურისტულ ინდუსტრიაში აზიასა და წყნაროკეანეთს აქვს.
მონაცემების მიხედვით, ამ ტერიტორიებზე წელიწადში ტურისტთა ნაკადი 331 მილიონიდან 2030 წლისთვის, 535 მილიონამდე გაიზრდება, ეს კი 4,9%-იანი ზრდაა. რაც შეეხება აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთს, მოლოდინები აქაც დიდია, მონაცემების მიხედვით, ახლო აღმოსავლეთში თუ წელს, დაახლოებით, 61 მილიონი ტურისტი ჩავიდა, ეს რიცხვი 2030 წლისთვის 149 მილიონს მიაღწევს.
აფრიკის შემთხვევაში, პირველადი მონაცემებით, წლევანდელი ტურისტთა რაოდენობა 50 მილიონია და ოცი წლის პერსპექტივით, მათი რიცხვი 136 მილიონამდე გაიზრდება.
ევროპაში ეს რიცხვი 475 მილიონია – მზარდი 744 მილიონამდე, აშშ-ში ექსპერტთა შეფასებით, ზრდა შედარებით ნელი ტემპით წავა და 150 მილიონიდან 248 მილიონამდე მიაღწევს.
საბოლოო ანგარიში, რომელიც 2015 წლის ტურისტული სეზონის შეფასებას შეეხება, უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება, მანამდე ექსპერტები ქვეყნებს კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომ წლის დასასრულამდე ორი თვეა და ამ ორ თვეში, ან მომავალი წლის პერსპექტივით, სასურველი იქნება თუ, მსოფლიოს მთავრობები სამართლიანი საგადასახადო პოლიტიკის გატარებას და ვიზების მიღების პროცედურების გამარტივებას დაიწყებენ.
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე