საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სახალხო დამცველ, უჩა ნანუაშვილს შეხვდა. როგორც უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, საუბარი შეეხო წამების ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხს და იმ ვიდეოკადრების გავრცელებას, რომელსაც ბოლო კვირების განმავლობაში აქვს ადგილი.
“საზოგადოების მოლოდინია, რომ წამების ფაქტები გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი უნდა იყოს. ამავე დროს, ყველა მეთოდის გამოყენებით უნდა შეიზღუდოს იმ კადრების გავრცელება, რომელსაც ბოლო პერიოდში აქვს ადგილი, რადგან ამას უკუეფექტი აქვს და ის საზოგადოებაში დაძაბულობის კერების შექმნისა და ძალადობის ესკალაციის უფრო მეტ რისკებს აჩენს,” – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის შეფასებით, ”სამწუხაროა, რომ ამ დრომდე წამების და არაადამიანური მოპყრობის მხოლოდ ერთეული ფაქტები იქნა გამოძიებული.