საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2013 წლის 31 მარტის მდგომარეობით 13.4 მლრდ აშშ დოლარი (22.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს 83.9 პროცენტია; აქედან, 4.2 მლრდ აშშ დოლარი (7.0 მლრდ ლარი) იყო სამთავრობო სექტორის ვალი (მშპ-ს 26.5 პროცენტი), 500.2 მლნ აშშ დოლარი (829.2 მლნ ლარი; მშპ-ს 3,1 პროცენტი) – ეროვნული ბანკის, 2.4 მლრდ აშშ დოლარი (3.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 14,8 პროცენტი) – საბანკო სექტორის, 3.4 მლრდ აშშ დოლარი (5.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 21.1 პროცენტი) – სხვა სექტორების და 2.9 მლრდ აშშ დოლარი (4.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.3 პროცენტი) – კომპანიათაშორისი ვალი. მთლიანი საგარეო ვალის 93.5 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს ეროვნილი ბანკის ცნობით, 2013 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 15.5 მლნ აშშ დოლარით (25.7 მლნ ლარით) შემცირდა, აქედან ვალი გაიზარდა ოპერაციულ ცვლილებების გამო 71.4 მლნ აშშ დოლარით (118.4 მლნ ლარით), ფასის ცვლილებების შედეგად – 16.7 მლნ აშშ დოლარით (27.7 მლნ ლარით), სხვა ცვლილებების გამო – 9.1 მლნ აშშ დოლარით (15.1 მლნ ლარით), ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად საგარეო ვალი 112.7 მლნ აშშ დოლარით (186.9 მლნ ლარით) შემცირდა.
სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები საანგარიშო პერიოდში 18.8 მლნ აშშ დოლარით (31.3 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან ოპერაციული ცვლილებების შედეგად ვალი გაიზარდა 56.9 მლნ აშშ დოლარით (94.3 მლნ ლარით), ხოლო შემცირდა ფასისა და საკურსო ცვლილებების შედეგად (1.4 მლნ აშშ დოლარით (2.3 მლნ ლარით) და 74.3 მლნ აშშ დოლარით (123.2 მლნ ლარით), შესაბამისად).
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 82.1 მლნ აშშ დოლარით (136.1 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების შედეგად ეროვნული ბანკის ვალდებულებების შემცირებამ 68.1 მლნ აშშ დოლარი (112.9 მლნ ლარი) და საკურსო ცვლილებების შედეგად – 14.0 მლნ აშშ დოლარი (23.3 მლნ ლარი) შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში საბანკო სექტორის უცხოური ვალდებულებები 112.3 მლნ აშშ დოლარით (186.3 მლნ ლარით) შემცირდა, რაც გამოწვეულია ოპერაციული ცვლილებებისა 113.5 მლნ აშშ დოლარით (188.2 მლნ ლარით) და საკურსო ცვლილებების შედეგად 8.9 მლნ აშშ დოლარით (14.8 მლნ ლარით) შემცირებით, აგრეთვე ფასის ცვლილებების გამო ბანკების ვალდებულებების 10.1 მლნ აშშ დოლარით (16.7 მლნ ლარით) ზრდით. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის პირველ კვარტალში ადგილი ჰქონდა საბანკო სექტორის მოკლევადიანი ვალდებულებების 112.7 მლნ აშშ დოლარით (186.9 მლნ ლარით) შემცირებას და გრძელვადიანი ვალდებულებების 0.4 მლნ აშშ დოლარით (0.7 მლნ ლარით) ზრდას.
სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები 134.8 მლნ აშშ დოლარით (223.5 მლნ ლარით) გაიზარდა, აქედან 121.7 მლნ აშშ დოლარი (201.8 მლნ ლარი) არასაფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულებებზე მოდის. სხვა სექტორების საგარეო ვალი ოპერაციული ცვლი-ლებების შედეგად – 124.7 მლნ აშშ დოლარით (206.7 მლნ ლარით), ფასის ცვლილებების შედეგად – 8.0 მლნ აშშ დოლარით (13.3 მლნ ლარით) და სხვა ცვლილებების შედეგად – 12.8 მლნ აშშ დოლარით (21.3 მლნ ლარით) გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად – 10.8 მლნ აშშ დოლარით (17.9 მლნ ლარით) შემცირდა.
საანგარიშო პერიოდში, უცხოური კომპანიათაშორისი სესხები 63.0 მლნ აშშ დოლარით (104.5 მლნ ლარით) გაიზარდა, აქედან ოპერაციული ცვლილებების შედეგად 71.4 მლნ აშშ დოლარით (118.4 მლნ ლარით) გაიზარდა, ხოლო საკურსო და სხვა ცვლილებების შედეგად შემცირდა 4.7 და 3.7 მლნ აშშ დოლარით (7.7 და 6.2 მლნ ლარით), შესაბამისად. საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულებების მოცულობა 98.1 მლნ აშშ დოლარით (162.6 მლნ ლარი) შემცირდა და 12.5 მლრდ აშშ დოლარი (20.7 მლრდ ლარი) შეადგინა, ხოლო ეროვნული ვალუტით დენომინირებული ვალის მოცულობა 82.6 მლნ აშშ დოლარით (136.9 მლნ ლარი) გაიზარდა და 867.3 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი) შეადგინა.
28.06.13