25 ოქტომბერს, სტამბულში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა უფროსებში, ხოლო 23-24 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა ასევე სტამბულმა ახალგაზრდებში რეგიონებს შორის. აღსანიშნავია, რომ ევროპის ყველა ქვეყანის წამყვანი პირველი ნომერი ასპარეზობდა ამ ჩემპიონატებზე.
„ორივე ღონისძიებაზე ქართველმა სპორტსნემებმა წარმატებით იასპარეზეს. უფროსებში ოქროს მედლები მოპოვეს გოგიტა არქანიამ, დავით ტყებუჩავამ და ჰენრი ვეკუამ. საამაყოა საქართველოს დედაქალაქისთვის, რომ ახალგაზრდებში საუკეთესო იყო თბილისის გუნდი – 9 მედალი, აქედან 3ოქრო. არც გურიის რეგიონალურმა ფედერაციამ დაუდო ტოლი სხვებს და 6 მედალი მოიპოვა დამსახურებულად, აქედან 1 ოქრო. სამეგრელოს რეგიონს 3 მედალი ერგო წილად, აქედან ოქრო მხოლოდ ერთიო იყო.
„აღსანიშნავია და ეს უკვე სხვა კატეგორიის გამარჯვებაზეა საუბარი, რომ ჩვენ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე საერთაშორისო, მაღალი კვალიფიკაციის მსაჯების წარდგენა შეგვიძლია. საქართველოს დელეგაციაში 8 მსაჯი, 12 მწვრთნელი, და 70 სპორტსმენი შედიოდა. ხაზგასასმელია თბილისის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი არეშიძეს სწორი დამოკიდებულება ქართული კარატეს მიმართ, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას და გურიის პოლიციის მთავარ სამმართველოს უფროსის, რომელიც საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა წლების განმავლობაში, კობა ცერცვაძის თანაგომა და საბოლოოდ სასურველი სედეგის მიღება ამ მეტად ტიტულოვან ჩემპიონატებზე. მათი მხარდაჭერა არა მარტო ამ კონკრეტულ შეჯიბრზე, არამედ სისტემატიურად გვაქვს და ჩვენც შეძლებისდაგვარად ვამართლებთ ჩვენი მხარდამჭერების იმედებს. ამჯერად, მართლა დიდი საჩუქარი იყო ქართული კარატეს მომავლისთვის, როცა 60 მოზარდი პირველად, ამ მასშტაბის ჩემპიონატზე და სპორტულ ფორუმზე მონაწილეობას. შეიძლება მათგან რომელიმე სპორტსმენი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზეც ვიხილოთ და ამის რეალური იმედები გვაქვს. აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და დარწმუნებით ვთქვა, რომ მათ ნამდვილად ვერ იხილავთ ვერც ნარკომანების სიაში და ვერც ეგრედ წოდებულ ქუჩის ბიჭებთან, მათ აქვთ არჩეული ჯანსაღი ცხოვრების წესი, საქართველოს სახელი დადებითი კუთხით გატანა მსოფლიოში. ეს უბრალო სიტყვები არაა“, – განაცხადა სტამბულიდან დაბრუნებულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი,
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი