რუსეთი ბელორუსიაში თავის პირველ სამხედრო ბაზას განათავსებს. ბაზა ქალაქ ლიდაში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ორი ქვეყნის – პოლონეთისა და ლიტვის საზღვრის ახლოს განთავსდება.
„ბელორუსიაში რუსული ავიაბაზის შექმნა მოკავშირე ქვეყნების სამხედრო კუთხით გაძლიერების შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების შედეგია. როგორც „მოკავშირე ქვეყნების” მონაწილე, რუსეთი ვალდებულია, ავიაბაზა ბელორუსიაშიც ჰქონდეს” – განაცხადა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვიქტორ ბონდარიოვმა.
ბაზა ფუნქციონირებას 2013 წლის ბოლოს დაიწყებს.
01.07.13