თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხილვაშის სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა, ტელეკომპანიის წილების დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა.
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2”-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის აგვისტოში შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, “რუსთავი 2”-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა