ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების აკადემიის პრეზიდენტი, გაბი მიხაელი საქართველოში უკვე მეხუთე საერთაშორისო სემინარს ატარებს.
გაბი მიხაელი ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი და ოსტატია მსოფლიოს კრავ მაგას საბრძოლო ხელოვნებაში.
„3 და 4 ნოემბერს ქართველი კარატისტები და თავდაცვის ცოდნით სხვა დაინტერესებული ადამიანები მიიღებენ ცოდნას, თუ როგორ დაიცვან თავი საფრთხისაგან, როგორ გაითავისუფლონ თავი რთული შემთხვევისაგან…
სემინარი ითვალისწინებს სერტიფიკატს და ლიცენზიას, რომელსაც საერთაშორისო აღიარება გააჩნია და მისი მფლობელი მიიღებს უფლებას მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ასწავლოს ისრაელის ერთადერთი აპრობირებული და გამართლებული თავდაცვის სისტემა – კრავ მაგა.
ქართველებს დიდი შანსი აქვთ მიიღონ მსოფლიოში კრავ მაგას უდიდესი ოსტატისგან სერტიფიკატები. გაბი მიხაელი ზუსტად ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც ოფიციალურ და აღიარებულ სერტიფიკატებს გასცემს ისრაელში და მსოფლიოში. აქვე აღვნიშნავ, რომ კრავ მაგას შესწავლა ყველას შეუძლია ორ-სამ გაკვეთილში და საკმარისად დაიცავს თავს ნებისმიერი უსიამოვნებისაგან და მოულოდნელი ხიფათისაგან“, – განაცხადა
საქართველოში კრავ მაგას ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ. მსურველებს შეუძლიათ სემინარებს დაესწრონ საქართველოს კარატეს აკადემიის დარბაზში.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი,
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი