კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში C ჰეპატიტის ვირუსი 18 წელს ზემოთ მოქალაქეების დაახლოებით 7 %-ს აქვს.
როგორც ჟურნალისტებს დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ჰეპატიტის ვირუსი დაუდგინდა კვლევის ფარგლებში გამოკითხული 6 ათასზე მეტი მოქალაქიდან 7.1 %-ს, რა მაჩვენებელიც ქვეყნის მთლიან მოსახლეობაზე შეგვიძლია განვაზოგადოთ.
“წელს, მაისიდან აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა პირველი პოპულაციური კვლევა ქვეყნაში B და C ჰეპატიტების გავრცელებასთან დაკავშირებით. 4-თვიანი საველე სამუშაოების განმავლობაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დაახლოებით 6 300 ადამიანი გამოიკითხა, თუმცა 6015 მოქალაქიდან ავიღეთ სისხლის სინჯები. წინასწარი მონაცემებით, რომელიც კიდევ ზუსტდება, თუმცა დიდ ცვლილებას არ ველოდებით, სამწუხაროდ, ისევ ვრჩებით ქვეყნად, სადაც დაავადების გავრცელება მაღალია. გამოკვლეული 6 ათასი ადამიანიდან ანტისხეულები დაფიქსირდა 7,1 პროცენტში”, – განაცხადა ამირან გაყრელიძემ.
თავად ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით კი, ბოლო კვლევაში აღნიშნული მაჩვენებელი 6.7 %-ს შეადგენდა.