მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, ჩინეთის მთავრობამ ქართულ მხარეს ამჯერად კონტეინერის შემოწმების სისტემა და მგზავრთა და ტვირთების უსაფრთხოებისთვის საჭირო სხვა ტექნიკური საშუალებები გადასცა. შესაბამის დოკუმენტს თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იუე ბინმა. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, შემოსავლების სამსახურისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები.