– როდესაც ქვეყანაშია ღარიბი ეკონომიკა და მდიდარი საბანკო სისტემა – როდესაც ინერგება საფონდო ბაზრის „ამერიკული მოდელი“, საფონდო ბირჟის სახით, და არ არსებობს საჯარო ფასიანი ქაღალდები – როდესაც მთავრობას „პირზე აკერია“ ინვესტიციები და ამავე დროს ქვეყანა იხრჩობა უმუშევრობაში და სესხებში – როდესაც მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი მილიარდობით აფინანსებს სამთავრობო პროექტებს და ეკონომიკის რეალურ ბიზნეს – სექტორს ფული პრაქტიკულად არ გააჩნია…
ვინ იტყვის, რომ არ არის პარადოქსულ-ანეგდოტურ-სატირალი სიტუაცია?
უცხოური ინვესტიციები რა საკვირველია შემოდის საქართველოში, მაგრამ საკითხავია, როგორ და რა პრინციპით ნაწილდება ის ქვეყინს ეკონომიკურ სისტემაში?
არსებობს ერთი ისეთი ტიპის ინდექსი – „ჯინი-ინდექსი“-ს სახელწოდებით, რომელიც ასახავს ეკონომიკაში სიმდიდრის, კაპიტალის, ფულის და ა.შ. – გადანაწილებას, ანუ რამდენად თანაბრად არის გადანაწილებული რესურსები ეკონომიკაში.
საქარტველოში კაპიტალის 80%-ი კონცენტრირებულია ხაზინაში, ბანკებში და „ბიძიას ფონდში“, 20% -ი ეკონომიკის რეალურ სექტორში, და უნდა იყოს პირიქით!
რატომ გაუფასურდა ლარი?
ეროვნული ბანკი იძახის, რომ შარშანდელთან შედარებით ფულის მასა არ გაზრდილაო…! რაღაც ძნელად დასაჯერებელია იმ საინვესტიციო ნაკადების ფონზე, რომელიც ძირითადათ მიმართულია პროექტების დასაფინანსებლად…
და მერე ვინ არის ეროვნული ბანკის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის შემმოწმებელი – სტატისტიკის დეპარტამენტი, თუ ეკონომიკის სამინისტრო?
„ძმების ჩაშვება გრეხია“…!
ლარის „საბეჭდი დაზგა“ დიდი ხანია ჩართულია და როდესაც „ფარული“ ლარის მასა „დააწვა“ აშშ დოლარს, მაშინვე კურსიც „ავარდა“…
ნათქვამია „სადაც წვრილია – იქ წყდებაო…“
მთავრობას, როგორც წესი და რიგია – აწყობს უცხოეთის დონორებისაგან სესხების „უპრაგონოდ“ მიღება (აბა რა!)
ხომ უნდა ააწყონ ჩინოვნიკებმა საკუთარი ცხოვრება (სანამ დროა)… და არა მხოლოდ ჩინოვნიკებმა …
მაშ ვის შეიძლება აწყობდეს ინფლაციური პროცესი და ლარის მკვეთრი გაუფასურება?
საქმე იმაშია, რომ როდესაც ლარის ფულის მასა იზრდება (სახელმწიფო ინვესტიციების კონვერტაციისათვის იბეჭდება ახალი ფული) მანამ, სანამ ეს აშკარად არ აისახება ინფლაციურ პროცესში და შემდეგ უკვე ფასების ზრდაში…
ეს (ესე დავარქვათ) „ახალი დამატებითი ფული“ ხელმისაწვდომია, მთავრობასთან დაახლოვებულ ელიტარულ (და მონოპოლიურ) ბიზნეს წრეებისათვის, რომლებიც როგორც წესი ასწრებენ „ძველ“ ფასებში (სანამ ფასები გაიზრდებოდა) – აქტივების შეძენას…
აი ასე მდიდრდება სახელმწიფო აპარატი და მონოპოლიური სტრუქტურები (მათ შორის პირველ რიგში ბანკები)…
რა ქნას ამ შემთხვევაში საშუალო და პერსპექტიულმა ბიზნესმა?
თავს ხომ არ მოიკლავს… „გრეხია“…
ვახტანგ ხომიზურაშვილი