საბერძნეთის რესპუბლიკაში, ქ.ათენში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრძემ შეხვედრა გამართა ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.
სახელმწიფო მინისტრმა დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის, ასევე, ქვეყანაში სხვადასხვა სფეროში განხორციელებული, თუ მიმდინარე რეფორმებისა და სოციალური პროექტების შესახებ.
დავით ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზციის გეგმის შესრულების საკითხზე და შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შენგენის სივრცის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის წესებით სარგებლობის შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.