საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტს, რომელსაც, ბოლო მონაცემებით, 129 ადამიანი ემსხვერპლა, მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან და ქვეყანას სოლიდარობას უცხადებენ.
გაეროს გენერალურმა მდივანმა – პან გი მუნმა მომხდარი მოვლენები უარყოფითად შეაფასა და ფრანგ ხალხს დახმარების პირობა მისცა. მომხდარს აგრეთვე ვატიკანი გამოეხმაურა, რომელიც ტერაქტებს ტერორისტულ ძალადობას უწოდებს და არსებული სიტუაციის გამო აღშფოთებას გამოხატავს.
გერმანიის კანცლერმა – ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია საფრანგეთს ტერაქტის ორგანიზატორების წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებლად დაეხმარება. მან მომხდარი არა მხოლოდ პარიზის, არამედ, მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმად შეაფასა.
ევროკავშირის ლიდრის – ფრედერიკა მოგერინის თქმით, ევროპა ფრანგი ხალხის გვერდითაა. როგორც ,,ტვიტერზე“ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნავს, იგი პარიზის მოვლენებით ძალიან შეშფოთებულია.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა – აჰმეტ დავუთოღლუს ტერაქტები ,,ჰუმანურობის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობად” შეაფასა.
საფრანგეთთან, ტერაქტების გამოძიების კუთხით, მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი რუსეთის პრეზიდენტმა – ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა. მან საფრანგეთის პრეზიდენტს – ფრანსუა ოლანდის წერილი გაუგზვანა, რომელშიც დამხარებისათვის მზაობას გამოხატავს.
ინგლისის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კემერონი მომხდარს ,,ტვიტერიდან“ გამოეხმარა – ,,პარიზში მომხდარი მოვლენებით გაოგნებული ვარ. ჩვენ ახლა ფრანგი ხალხისათვის ვლოცულობთ და ჩვენი ფიქრებიც მათთანაა. დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ.“
გერმანელი პოლიტიკოსი – ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელიც ერთ-ერთი აფეთქების დროს ტერაქტის ზონაში, ,,სტად დე ფრანსზე“ , საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა, საფრანგეთის გვერდზე ყოფნას ადასტურენს და დახმარების პირობას დებს.
მომხდარს ,,ტვიტერზე“ იტალიის პრემიერ-მინისტრი – მატეო რენციც ეხმაურება: ,,იტალია თავის ფრანგ ძმებთან ერთად აუცილებლად შეეწინააღმდეგება იმ ბარბაროსულ თავდასხმებს, რომელიც არა მარტო პარიზის, არამედ მთელი ევროპის წინააღმდეგ განხორციელდა.“
13 ნოემბერს პარიზში 6 თავდასხმა განხირციელდა, ტერორისტები ამერიკული როკ-ჯგუფის კონცერტზე შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს, მათმა ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, თუმცა 112 ადამიანი სწორედ თეატრის შენობაში დაიღუპა. ტერორისტების ჯგუფის 6-მა წევრმა თავი აიფეთქა, ხოლო მეშვიდე ტერორისტის ლიკვიდაცია სამართალდამცველებმა მოახდინეს. ამ დრომდე 352 -მდე დაშავებულია, საიდანაც რამდენიმე ათეულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ტერორისტები სირიასა და ერაყზე საუბრობდნენ და მომხდარის მიზეზად საფრანგეთის პრეზიდენტს – ფრანსუა ოლანდის ასახელებდნენ, რომელმაც სირიაში შეჭრა გადაწყვიტა.
ექსპერტების ნაწილი მომხდარის მიზეზად ყოფილი ბრიტანელი პროგრამისტის, მოჰამედ ემვაზის, მეტსახელად, ჯიჰადი ჯონი ლიკვიდაციას ასახელებენ., ,,ისლამური სახელმწიფოს” ყველაზე ცივსისხლიანი ჯალათი ამერიკელებმა უპილოტო თვითმფრინავის მეშვეობით, თავის მეგობართან ერთად, საკუთარ ავტომობილში მოკლეს.
ამ დრომდე საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, პარიზის მოსახლეობას სახლებში დარჩენას მოუწოდებენ. ჩაკეტილია ქვეყნის საზღვრები.
ნატალია ჯალაღონია