ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 129-მდე გაიზარდა.
როგორც პარიზის პროკურორმა ფრანსუა მოლენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაშავებულთა რიცხვი 352-მდე გაიზარდა. ამის შესახებ “ბი-ბი-სი” იტყობინება.
პროკურორის ინფორმაციით, 99 დაშავებულის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. დაღუპულთა შორის აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებიც არიან.
საფრანგეთში ტერაქტი ექვს სხვადასხვა ადგილზე მოხდა. შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და ფეხბურთის სტადიონს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარს უპრეცედენტო ტერორისტული შეტევა უწოდა.
პარიზში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.