თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ეკილომეტრზე და ამავე გზის 293-ეკილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე აღდგენილია და მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალზე გადაერთო.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის აღდგენა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინტენსიური მუშაობის შედეგად მოხდა.
რამდენიმე დღის წინ განვითარებული სტქიური მოვლენების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი- ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე და 293-ე კილომეტრებზე ადიდებულმა მდინარეებმა საავტომობილო გზა დააზიანა.
აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე შემოვლითი გზით ხორციელდებოდა.