
მას შემდეგ დედამიწას უთვალავმა სოციალურმა რევოლუციურმა (მათ შორის, სექსუალურმა) ტალღამ გადაუარა. კვლევითმა ცენტრმა headHunter-მა გადაწყვიტა, ჩაეტარებინა მასშტაბური კვლევა იმის გასარკვევად, როგორ მოქმედებს სიყვარული სამსახურზე. კითხვებზე, რაზე არიან წამსვლელები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ძლიერი გრძნობის გამო, სხვადასხვა კომპანიაში მომუშავე 1750-მა რესპონდენტმა უპასუხა.
ვნახოთ შედეგები:
ოცნებებში:
“სიყვარულისთვის სიგიჟეებს ჩაიდენდა” მამაკაცების 82, ხოლო ქალების 79%.
რეალურ ცხოვრებაში:
“სიყვარულისთვის სიგიჟეები ჩაუდენია” მამაკაცების 18, ხოლო ქალების 13%-ს. მამაკაცების 29% “მზად არის, სექსით დაკავდეს ოფისის ნებისმიერ კუთხეში”, ხოლო იგივეს სამსახურში გაბედავს ქალების მხოლოდ 15%.
მამაკაცების 30, ხოლო ქალების 29% მზად არის, გაიხანგრძლივოს სამუშო დღე იმისათვის, რომ იყოს საყვარელ ადამიანთან ერთად.
მამაკაცების 9 და ქალების 4% მზად არის, “დაფაროს საყვარელი ადამიანის სამსახურებრივი დანაშაული”.
“ვიმუშაო მეტი და უკეთესად იმისათვის, რომ საყვარელმა ადამიანმა იამაყოს ჩემით” – ასე ფიქრობს მამაკაცების 36 და ქალების 36%.
“ისწავლოს და დახელოვნდეს სხვა საქმეში იმისათვის, რომ დაეხმაროს საყვარელ ადამიანს”, მზად არის მამაკაცების 18 და ქალების 24%.
მამაკაცების 5 %-ს შეუძლია ეჩხუბოს კოლეგას, თუ დაინახა, რომ ის მის საყვარელ ქალს ეფლირტავება. იგივე შეუძლია გააკეთოს ქალების მხოლოდ 1%-ს.
მამაკაცების 6%-ს და ქალების 2%-ს შეუძლია საყვარელი ადამიანის მაგივრად შეასრულოს მთელი სამუშაო.
მამაკაცების 7%-ს და ქალების მხოლოდ 3%-ს შეუძლია, მთელი ხელფასი დახარჯოს საყვარელი ადამიანის საჩუქრებში.
დაბოლოს, მამაკაცების 9 და ქალების 5% მზად არის, ყველას გააგებინოს თავისი სიყვარულის შესახებ. ახლა კი, როგორ გამოიყურება ყველაზე “მოსიყვარულე” თანამშრომლების სია. სამსახურებრივ რომანს ყველაზე ხშირად აბამენ: ხელოვნების მუშაკები და მასმედია – 9% ბანკირები, ბუღალტრები და ფინანსისტები – 10% მარკეტინგისა და რეკლამის სპეციალისტები – 25% რესტორნული ბიზნესის წარმომადგენლები – 27% ტურისტული და სასტუმროების ბიზნესის წარმომადგენლები – 27%
წყარო: marao.ge