19 ნოემბერს, 19:30 საათზე, რუსთაველის დრამატულ თეატრში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, თამარ ივერის საქველმოქმედო ფონდი „დაცული საზოგადოება“ საქველმოქმედო გალა-კონცერტს გამართავს. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
როგორც “თბილისი თაიმსს” კულტურის სამინისტროდან აცნობე, მარათონში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო დონის საოპერო სცენის ვარსკვლავები -ეკატერინა სიურინა, ჩარლზ კასტრონოვო, ალისა კოლოსოვა, ვიტალი კოვალოვი, სერგეი მურზაევი, თამარ ივერი. საქველმოქმედო კონცერტში ასევე მონაწილეობენ: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი, რეჟისორი ნიკოლოზ შველიძე, კონცერტის დირიჟორი – დავით კინწურაშვილი. კონცერტს მირანდა მირიანაშვილი და ლევან ხურცია გაუძღვებიან.
საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ხუთ ოჯახს გადაერიცხება.