საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, კოალიციის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის კი, მთავარი პროკურორის არჩევის საკითხი იყო.
ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, მმართველი კოალიცია, მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას, მხარს დაუჭერს.
“საპარლამენტო უმრავლესობის განწყობა მიმართულია იქეთკენ, რომ ირაკლი შოთაძეს მხარი დავუჭიროთ. ყველა პროცედურა გასავლელია. ვეცდებით, ეს მომავალი კვირის განმავლობაში მოვახერხოთ. იმის მიუხედავად, რომ პარლამენტს სამკვირიანი ვადა აქვს”,- აღნიშნა კვაჭანტირაძემ.
შეხვედრებს ქართული ოცნების ოფისში ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდა და მას პარლამენტის თავმჯდომარე და კახა კალაძეც ესწრებოდნენ.
იუსტიციის მინისტრი საპროკურორო საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატს პარლმენტს ხვალ წარუდგენს, რის შემდეგაც კანიდატს ჯერ კომიტეტებში და ფრაქციებში მოუსმენენ, შემდეგ კი, პლენარულ სხდომაზე მის დამტკიცებას კენჭს უყრიან.