საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა ლიტვის საგანგებო და სრულფულებიან ელჩს საქართველოში გეიდარიუს პუოძიუნასს უმასპინძლეს.
შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს, ელჩმა მინისტრს კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით ლიტვის გამოცდილების გაზიარება შესთავაზა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებული ტრენინგ-ცენტრი, ლიტველი ექსპერტების სემინარს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანები მიიღებენ.