2 დეკემბერს ბერლინში, საქართველოს საელჩოში დედა სიდონიასა და არქიტექტორ-დიზაინერ რამაზ კიკნაძის ხელნაკეთი სამკაულების კოლექციის ერთობლივი პრეზენტაცია მოეწყობა.
როგორც “თბილისი თაიმსს” კულტურის სამინისტროდან აცნობეს, „კომუნიკაცია ფერების სამყაროში“ – ახალი კოლექციაში ძველი ისტორიულ ელემენტები და დეტალები თანამედროვე ფორმით არის წარმოჩენილი. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსისა და ბერლნიში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
დედა სიდონიას ხელნაკეთი სამკაულების გამოფენა 5-6 დეკემბერს ვენაში გაიმართება. გამოფენას გოგი ოქროპირიძის სახელოსნო უმასპინძლებს. ხოლო 10 დეკემბერს, დედა სიდონიას ახალი კოლექციის პრეზენტაცია ქალაქ ბიბერახში შედგება.