სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დუშეთს ეწვივნენ და ქუჩის სავარჯიშო მოედანი გახსნეს.
სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მასშტაბით “სპორტის ინფრასტრუქტურის, რეაბილიტაციისა და სპორტული ინვენტარის განახლების პროგრამის” ფარგლებში გასართობ პარკებში გამაჯანსაღებელი მოწყობილობები მოეწყო – ჯამში 30 მუნიციპალიტეტში, აქედან: 2013 წელს 8 მუნიციპალიტეტში; 2014 წელს 12 მუნიციპალიტეტში; 2015 წლის ბოლომდე კი გაიხსნება 20 მუნიციპალიტეტში, აქედან 10 მუნიციპალიტეტში დასრულებულია, შესასრულებელია 10 მუნიციპალიტეტში: ხაშური, ახალციხე, თიანეთი, საჩხერე, ყაზბეგი, მესტია, სენაკი, წალენჯიხა, ხელვაჩაური, ამბროლაური. საქართველოს მასშტაბით ქუჩის სავარჯიშო მოწყობილობების მონტაჟზე ამ დროისთვის დახარჯულია 300 ათასი ლარი.