ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგიკვირიკაშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.
მინისტრებმა დაადასტურეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და მჭიდრო თანამშრომლობა, მათშორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანზიტო პროექტებში. ისაუბრეს ბაქო-თბილისი-ყარსისპროექტის მნიშვნელობაზე.
მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ ღიად დაადასტურა ოფიციალური ანკარის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანების მიმართ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქ კოლეგას გააცნო საქართველოს პროგრესი როგორცევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმდინარეობაზე, ასევე ნატო–ს არსებითი პაკეტისიმპლემენტაციის და წლიური სამოქმედო გეგმის შესრულების თვალსაზრისით.
აღინიშნა სამმხრივ ფორმატში (აზერბაიჯანი, თურქეთი, საქართველო) თანამშრომლობის მნიშვნელობა დაბოლო პერიოდში არსებული წარმატებული დინამიკა.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქი კოლეგა სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით საქართველოში მოიწვია.