„თბილისი თაიმსი“ გაგაცნობთ, როგორ გახდა ათეისტურ საზოგადოებაში აღზრდილი, შემდეგში სხადასხვა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა გურამ ოთხოზორია მართამდიდებელი სასულიერო პირი. ვისი დახმარებით გაეცნო სახარებას, ბიბლიას და რა როლი მიუძღვის კათოლიკოს პატრიარქს მის „მოქცევაში“ ამას ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ:
მამა გურამ, გვიამბეთ თქვენზე? როგორ ოჯახში აღიზარდეთ? სად მოღვაწეობთ?
– ამჟამად, დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელი ვარ. ბავშვობიდან ათეისტურ საზოგადოებაში მომიწია ცხოვრება. სამეგრელოში, ძალიან ღარიბ ოჯახში გავიზარდე, სკოლაც იქ დავამთავრე. მაშინ ისე მჯეროდა კომუნიზმის იდეა, რომ ეს ჩემთვის რელიგია იყო. ფანატიკურად შეყვარებული ვიყავი ამ წყობის. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1975 წელს, ჩავაბარე ისტორიის ფაკულტეტზე, პარტიის ისტორიის კათედრაზე, რადგან მინდოდა კომუნიზმის მშენებლობის აქტიური მონაწილე გავმხდარიყავი. როდესაც ამ იდეოლოგიისადმი რწმენა დამენგრა და რეალობას პირისპირ შევხედე, აღმოვაჩინე, რომ ის, რასაც მანამდე ლამაზად გვიხსნიდნენ რეალურად სხვაინაირად იყო და ცხოვრებამაც აზრი დაკარგა. ოთხი წელი გავატარე ამ იმედგაცრუებაში, ქაოსსა და გულგატეხილობაში. ერთი სული მქონდა როდის დავამთავრებდი სასწავლებელს. აღარაფერი იყო ჩემთვის საინტერესო.
როდის დაუშვით, რომ არსებობდა ღმერთი? თქვნი პირველი შეხება ბიბლიასთან სახარებასთან?
– იმედგაცრუებულმა სიყვარულმა შემომაბრუნა ღმერთისაკენ. იმდენად დიდი იყო ეს გრძნობა, თავად სიყვარულის მშვენიერება, რომ დამენანა ასეთი სიცოცხლე როგორ შეიძლება გაქრეს? და დავიწყე ძიება. ამ დროს, 1980 წელს მეგობარმა შემომთავაზა გავყოლოდი თავის მეზობლად, სადაც იკრიბებოდნენ და სახარებას კითხულობდნენ. ესენი იყვნენ მეშვიდე დღის ადვენტისტები. მათზე ბავშობიდან ცუდი მესმოდა და უარყოფითად ვიყავი განწყობილი, მაგრამ იქ მისულს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია დამხვდა. ამ ადამიანების ერთმანეთთან დამოკიდებულებამ, სიყვარულით განათებულმა თვალებმა ჩემში გაოცება გამოიწვია. მათგან მოვისმინე პირველად სახარება, პირველი კორინთელთა 13 თავი, რამაც მთლიანად შეცვალა ჩემი სამყარო. მოხდა ჩემი ხელახლად შობა, მკვდრეთით აღდგომა. სახარება, ბიბლია მათი მეშვეობით გავიცანი. ტექსტისადმი სიყვარული თუ მაქვს მათი დამსახურებაა. მამა გურამ, რა იყო შემდეგ? როგორც ვიცით კიდევ ბევრი რელიგიური მიმდინარეობის წევრი იყავით.
მოგვიყევით როგორ მოხვედით მართმადიდებლობამდე?
– დიახ, მას შემდეგ რაც უფლის ძიება დავიწყე, ვიყავი ადვენტისტების, 50-იანელების, „იეჰოვას მოწმეთა“ ორგანიზაციის, კრიშტანდების, ბაპტისტების რელიგიური ორაგანიზაციების წევრი. მიუხედავად იმისა, რომ იმ რელიგიურმა მიმდინარეობებემა რომლის წევრიც ვიყავი რაღაცები შემძინეს, მასწავლეს, იყო რიგი საკითხები მათ სწავლებაში, რაც იწვევდა წინააღმდეგობას ჩემში, მიჩნდებოდა კითხვები, რომელზეც პასუხი არ იყო, ამიტომ ვაგრძელებდი ერთიანი, მთლიანი მოძღვრების ძიებას. 1990წელს, მაშინ როცა ორმოცდაათიანელთა კონფესიის წარმომადგენელი, მათ ენაზე „ხუცესი“ ვიყავი, შევხვდი გოჩა აბულაძე, დღეს მეუფე სპირიდონს, რომელიც ჩვენთან სოფელში იყო ჩამოსული ლექციის წასაკითხად, როცა მან დაინახა, სახარება ვიცოდი (ეს მაშინ იშვიათი იყო), ნაცვლად იმისა რომ გავეკრიტიკებინე სექტატნტობის გამო, რასაც ბევრი მოძღვარი აკეთებდა სამწუხაროდ, აღფრთოვანებით მითხრა, სანთლით ვეძებთ შენსავით სახარების მცოდნეებს. პატრიარქისგან გვაქვს კურთხევა, ერთად ვიაროთ და ვიქადაგოთ. ამან დიდი სხივი შემოიტანა ჩემში და გადავწყვიტე გავცნობოდი მართმადიდებლობას.
მამა გურამ, არის თქვენს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, რომელთან ურთიერთობამ, საუბარმა, გადამწყვეტი როლი შეიტანა იმაში, რომ დღეს მართმადიდებლური ეკლესიის წარმომადგეელი ხართ?
– პატრიარქის როლი ჩემს მოქცევში გადამწყვეტია. რომ არ ყოფილიყო მისი ასეთი დამოკიდებულება, შესაძლოა დღეს სასულიერო პირი არ ვყოფილიყავი. მართმადიდებლობით დაინტერესების შემდეგ, მიჭირდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ამ პერიოდში შევხვდი მეუფე დანიელს, რომელმაც შემახვედრა უწმინდესს. პატრიარქთან მივედი აღსარებით, სინანულით. საოცარი იყო მასთან პირველი შეხვედრა… ნაცვლად იმისა, რომ გავეკიცხე წარსული ცხოვრების გამო, დიდი სიყვარულით მიმიღო, შემიტკბო. ორ კვირაში მისიონერული ცენტრის ხელმძღვანელად დამნიშნა სამეგრელოს რეგიონში. ვქადაგებდით, ლიტერატურას ვავრცელებდით, ომის შემდეგ ეს ახალი იყო და ვაცნობდთ ხალხს მართმადიდებლობას. 1995 წელს დიაკვნად მაკურთხეს. ჩემში ყოველთვის იყო მსხურების სული. ფაქტიურად ჩემი თავი ვიპოვე. 1997 წელს უწმინდესმა შემომთავაზა მღვდლად კურთხევა, ორჯერ დამიბარა და მამცნო თავისი სურვილი, მაგრამ იმის გამო, რომ ანალიზი არ მქონდა გაკეთებული ჩემში, რაც ითხოვდა დიდ ენერგიას, შინაგანი წინააღმდეგობებით სავსემ, ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი. დამეწყო ძველი გაორებები. მაკლდა სიყვარული, პასუხიმგებლობა. ავუხსენი პატრიარქს, რომ მივდივარ ეკლესიიდან, რათა განვმრტოვდე ჩემს თავში, დავფიქრდე და გავიაზრო ყოველივე. ძალიან მიჭირდა, მეგონა საერთოდ მივდიოდი ეკლესიიდან და ეს მიმძინდა, მაგრამ უწმინდესის სიტყვები იყო გადამწყვეტი: „წადი, წადი შენ არსად დაიკარგები, ყველა ინტელექტუალი ამ გზას გადის თუ კაბა ხელს გიშლის მსახურებაში გაიხადე და როცა დაასრულებ შენ ძიებას მაშინ დაბრუნდი.“ ამის შემდეგ 13 წელი ვიყავი ერში. უკვე აღარც ვფიქრობდი, რომ დავბრუნებოდი ეკლესიაში.
13 წელი გაატერეთ ერში. რა ეტაპია ეს თქვენი ცხოვრების? რა შეგძინათ ამ წლებმა?
– ერთი პერიოდი ვყიდდი წიგნებს, თან ვკითხულობდი მათ, რომ სიღრმისეულად გამეცნობიერებინა, სად არის ჭეშმარიტება. შინაგანად ისევ მართმადიდებელი ვიყავი, თუმცა აქტიურად არ ვიყავი ჩართული მსახურების პროცესში. მოვიარე ქვეყნები. ვიყავი საბერძნეთში, ისრაელში, სადაც „კაბალას სწავლება“ შევისწავლე. იმ 12-13 წლიანმა ერში ცხოვრებამ, ადამიანების გაცნობამ, ამდენი წიგნის კითხვამ, სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობამ შემძინა შემწყნარებლობის, თანადგომის, მეტი სიყვარულის უნარი. ჩემი თავი დავინახე სხვადასხვა მდგომარეობაში, მივხვდი, რომ არაფერი არ ხარ ღმერთის გარეშე. ის გამოცდილება, რომელიც ეკლესიის გარეთ გავატარე უქმად არ დაკარგულა. მე რომ მაშინ არ გამოვსულიყავი, ზედმეტად მოშურნე და შეიძლება ფარისევეილი სასულიერო პირიც ვყიფილიყავი დღეს, რომელსაც არ შეუძლია ბოლომდე უთანაგრძნოს ადამიანს. და ისევ დაუბრუნდით მართლმადიდებლურ ეკლესიას.
როგორ შეგხვდათ წლების შემდეგ პატრიარქი?
– საბოლოოდ გავედი რაღაც სიცხადეში. ჩემი არჩევანი არ იყო გონების, ეს შიგნით მოხდა. ამას ვერ ახსნი… მივხვდი, რომ უნდა დავბრუნებოდი ეკლესიას. კვლავ მიმიყვანეს უწმინდესთან. სამების საკურთხეველში შეხვედრისას, მან შემომხედა და მითხრა: „დაბრუნდი მეცნიერო“. ერთი წელი ვიყავი მორჩილებაში, შემდეგ აღმადგინეს დიაკვნად. ერთი წლის შემდეგ კი უწმინდესმა მღვდლად მაკურთხა.
მამაო გურამ, ამ გადასახედიდან რა შეცვალა თქვენში მართმადიდებლობამ?
– მართმადიდებლობამ ის არეული ცოდნა, ძიებები, ამდენი წიგნები, მოძღვრებები ერთ სისტემაში მოიყვანა. ეს ცოდნა, შემეცნება საშიშია, თუკი რაღაცის გარშემო არ ტრიალებს, თუკი სწორი მიმართულებით არ მიდის. მართმადიდებლობაში ყველაზე მეტად დაშვრა ჩემი სული, ასე ვთქვათ, პროდუქტიული გახადა ცხოვრება. მღვდლობაში ჩემი შინაგანი მოწოდების რეალიზება მოვახდინე. ვფიქრობ, სასულიერო პირის სტატუსი საუკეთესო საშუალებაა, ღვთის სიყვარული, თანადგომა უკეთ გავუზიარო სხვებს. ყველა ადამიანი ბედნიერია, როდესაც პოულობს იმ პროფესიას, რომლისკენაც მას უფალმა შინაგანად მოუწოდა. მე ბედნიერი ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს ამდენი ძიების შემდეგ, ჩემი შინაგანი მოწოდება ვიპოვე. მადლობა უფალს ყველაფრისთვის!
სოფიკო ნინიკაშვილი