ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა ,,OttoBockHealthCareGmbH“-თან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შეხვედრები გამართა ბერლინში “OttoBock”-ის ოფისში „OttoBock”-ის წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა სამომავლო პროექტები და შედგენილი იქნა 2016 წლის გეგმა-გრაფიკი.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამასახურსა და „OttoBock” შორის 2015 წელს საფუძველი ჩაეყარა ურთიერთთანამშრომლობას, რომლის ფარგლებში მიმდინარე წელს 34 ამპუტანტ ვეტერანს უმზადდება გერმანული საპროთეზო ფირმის „OttoBock”-ის მიერ წარმოებული პროთეზები.
ბერლინში შეხვედრების საფუძველზე დაიგეგმა 2016 წელს 150 ამპუტანტი ვეტერანისთვის „OttoBock”-ის მიერ წარმოებული მუხლსზედა და მუხლსქვედა ამპუტირებული კიდურებისთვის მაღალტექნოლოგიური პროთეზებით უზრუნველყოფა.
ასევე “OttoBock”-ის აღმოსავლეთ ევროპის ზონის მენეჯერთან დიმიტრი დანილჩენკოსთან ერთად გადაწყდა 5 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანის შერჩევა, რომელთაც “OttoBock”-ის წარმომადგენლები ასწავლიან და გადაამზადებენ პროთეზების წარმოების სფეროში, რაც უზრუნველყოფს ერთის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანების დსაქმებას, ხოლო მეორეს მხრივ, მაღალტექნოლოგიური ხარისხის პროთეზების წარმოების სპეციალისტებით საქართველოს უზრუნველყოფას.