ირგვლივ უკვე იგრძნობა შობა-ახალი წლის მოახლოება. ძალიან ბევრი ადამიანისთვის შობა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია რომელსაც თან ახლავს ბევრი სიახლე და სიხარული. ძალიან ცოტამ თუ იცის იმ უცნაური ტრადიციების შესახებ, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში შობის დადგომას უკავშირდება ოდითგანვე. ზოგიერთ ქვეყანაში ამ ტრადიციებს დღესდღეობითაც იცავენ. შევეცადე 5 შედარებით უცნაური ტრადიცია მომეძიებინა და აი ისინიც…
ინდოეთში მოსახლეობის 1,3%-ი ქრისტიანია. (25 მილიონ ადამიანზე მეტი) შობის დღეს ქრისტიანები ტრადიციულად ჩუქნიან ერთმმანეთს საჩუქრებს. მაშინ როდესაც ჩვენ სახლს საახალწლოდ ნაძვის და ფიჭვის ხეებით ვაფორმებთ ინდოლებისათვის სადღესასწაულო ხე ბანანია. ინდოეთის ქუჩებში ფიჭვის ხეების ნაცვლად შეხვდებით განათებულ და ლამაზად მორთულ ბანანისა და მანგოს ხეებს, ხოლო სახლებს ხშირად მათი ფოთლებითაც აფორმებენ.
თუ გსურს რომ მომავალ შობას მაინც შეხვდე მეორე ნახევართან ერთად მაშინ ეს ტრადიცია შენთვისაა. შობის ღამეს ზურგით დადექი კარისკენ და ისროლე ფეხსაცმელი. (როგორც საქორწილო თაიგული) თუ ფეხსაცმელი ისე დაეცემა იატაკზე, რომ კარისკენ იქნება მიმართული, გილოცავთ თქვენ ძალიან მალე დაოჯახდებით.
ზოგიერთ ქვეყანაში საშობაო ტრადიციად საშობაო ინდაური ითვლება, იაპონიაში ანალოგიური დატვირთვა აქვს „პოლკოვნიკის ქათამს“ (Colonel’s Chicken). 4 ათწლეულის განმავლობაში, მას შემდეგ რაც KFC-მ თავისი მარკეტინგული კამპანია დაიწყო, იაპონელი თაობებისთვის შობა სწორედ მასთანაა დაკავშირებული. ეს ტრადიცია მშობლებიდან შვილებს გადაეცემოდა, მიუხედავად იმისა, რომ KFC კომერციულ ბიზნესად გადაიქცა. საშობაოდ 5-ჯერ, 10-ჯერ მეტია KFC-ს შემოსავალი, ვიდრე სხვა ჩვეულებრივ თვეებში. მარტივად რომ ვთქვათ, იაპონელი ხალხისთვის შობა ასოცირდება KFC-სთან.
კარაკასში (ვენესუელა) შობის წინა ღამეს ბავშვები დაძინებამდე თოკის ერთ მხარეს თავიანთ ცერა თითს მოაბამდნენ, მეორეს კი ფანჯრიდან აგდებდნენ. გარიჟრაჟისას დილის 8 საათამდე ქუჩები დაკეტილი იყო, ამ დროს მოსახლეობა როლიკებით სეირნობდა და სურვილის მიხედვით, სასურველ თოკს ჩამოქაჩავდნენ. ქალაქს ბავშვების ჟრიამული აფხიზლებდა.
შობა უდიდესი დღესასწაულია ფილიპინებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოსახლეობის 80%-ი გაქრისტიანდა. დღესასწაული დრძელდება მთელი იანვრის განმავლობაში. ბავშვები ფანჯრის რაფაზე ტოვებენ გაწმენდილ ფეხსაცმელსა და ახალ გარეცხილ წინდებს რათა „სამი მეფე“ (three kings), როდესაც ღამით მათ სახლთან ჩაივლის საჩუქრები დაუტოვონ.
მარიამ ფანჩულიძე