მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8892 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლისაზე 14 %-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 2019 მლნ. აშშ დოლარი იყო (23%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 6873 მლნ. აშშ დოლარი (11 %-ით ნაკლები).
“უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ნოემბერში 4854 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 % შეადგინა”, – განმარტავენ საქსტატში.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 24 დეკემბერს გამოქვეყნდება.