საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, დღეს, არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველ პირს, გიორგი მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელები ხუთი ქვეყნის: დანიის სამეფოს, ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის, ჩილეს რესპუბლიკის და ეგვიპტის არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს.
ცერემონიის დასრულების შემდეგ მხარეებმა ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს და დიპლომატიური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.