ფიქრობენ, რომ ბიზნესი ესაა სამყაროს ყველაზე რთული და სარისკო „თამაში“. მასში ყველაზე მნიშვნელოვანი წესების ცოდნაა,რომელიც განაპირობებს „თამაშში“ ყოფნის ხანგრძლივობას.
ბიზნესის სფერო ნებისმიერი ასაკის ადამიანს აძლევს საშუალებას გამოსცადოს საკუთარი თავი და შესაძლებლობები. წარმატებით შესრულებული გამოცდა კი მრვალმხრივ მომგებიანია : ბიზნესმენისთის, მომხარებლისთვისა და რაც მთავარია, სახელმწიფოსთვის, რომელიც ვითარდება და იზრდება.
„თბილისი თაიმსი“ ახალგაზრდა ბიზნესმენებითა და მათი ინოვაციური პროექტებით ინტერესდება, ჩვენთვის ასევე საინტერესოა თუ, რამდენად ხდება სახელმწიფოს მხრიდან მათი ხელშეწყობა.
მეღვინე ბაია აბულაძე 22 წლისაა. „ბაიას ღვინო“ 2016 წლიდან იმერეთიდან თბილისში გადმოინაცვლებს. ახალგაზრდა ბიზნესმენის ოჯახი წლებია მეღვინეობით არის დაკავებული, ოჯახს ყოველწლიურად 13 ტონა ყურძენი მოჰყავს. ვენახები ბაღდათში,სოფელ მეორე ობჩაში მდებარეობს. მიჩნეულია,რომ ბაღდათის მიკროზონა კარგ ცოლიკაურს ქმნის, რის გამოც მას ხანდახან ობჩურასაც უწოდებენ.
წელს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში „ბაიას ღვინომ“ დაფინანსება მიიღო, რითიც ბაია აბულაძემ ღვინის ჩამოსხმისთვის საჭირო აღჭურვილობა შეიძინა.
„თბილისი თაიმსს“ კომპანიის შექმნის ისტორიაზე და განვითარების გზებზე მისი ახალგაზრდა თანამფლობელი, ბაია აბულაძე ესაუბრა.
როგორ დაარსეთ „ბაიას ღვინის“ კომპანია და როდიდან დაიწყეთ ეს საქმიანობა?
– ჩვენი ოჯახის საქმიანობის ძირითადი სფერო- მეღვინეობაა, რითაც ჯერ ბაბუა იყო დაკავებული, მამასთან ერთად კი მეც განვაგრძობ ამ საქმეს. ყველაზე აქტიური პერიოდი 2011 წლიდან იწყება, როცა უკვე ადგილბრივ, იმერეთის ბაზარზე დავიწყეთ თანამშრომლობა რესტორნებსა და მაღაზიებთან. უშუალოდ მარანს ძალიან ბერვი მომხმარებელი ჰყავს, რის გამოც ღვინო ადგილზე იყიდება.
როგორ ფიქრობთ,რამ შეუწყო ხელი ყველაზე მეტად თქვენი კომპანიის შექმნასა და განვითარებას? რა იყო სტიმულის მომცემი თქვენი მარნისთვის?
– მთავარი წამახალისებელი ფაქტორი ჩვენი მარნისთვის არის ის, რომ ჩვენ გვიყვარს ეს საქმე, ასევე მომხმარებლის ინტერესის ზრდა ჩვენს პროდუქციაზე- პირდაპირ ახდენს მიწოდებაზე გავლენას. ძირეული ცვლილებები კი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრობამ და ქალბატონ ნინო ზამბახიძის დახმარებამ განაპირობა.
ასევე ღვინის ფესტივალებში მონაწილეობამ თბილისსა და ქუთაისში ჩვენი მოტივაცია და ცნობადობა ძლიერ გაზარდა. წელს გავხდით პროექტ „ აწარმოე საქართველში“ გამაჯვებულები, პროექტის ფინანსურმა ხელშეწყობამ დიდი ცვლილებები გამოიწვია.
თქვენს შესახებ,რომ მოგვიყვეთ, რატომ გადაწყვიტეთ მეღვინეობით დაკავებულიყავით?
– ღვინოსთან სულ მქონდა კონტაქტი, ბავშვობიდან მოყოლებული ძირითადი საქმიანობა მევენახეობა და მეღვნეობა იყო, უფრო სწორად რომ ვთქვათ, მშობლების დახმარება. მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, სულ ამ თემაზე ვსაუბრობ, საქართელოშიც, უცხოეთშიც, მივხვდი, რომ ამაზე საინტერესო თემა ჩემთვის არ არსებობს. ღვინის კლუბის ლექციებს ვესწრები, ახლა კი შესანიშნავი ჯგუფის – „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ წევრიც გავხდი.
რა უპირატესობები აქვს „ბაიას ღვინოს“ სხვა ღვინოებთან შედარებით?
– ჩვენი ღვინო ამ სეგმენტში – თეთრი, მშრალი ღვინოების სეგმენტში არაფრით ჩამოუვარდება სხვა ღვინოებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ტერუარის ეფექტია- ადგილმდებაროება, გემო, მოვლის ხერხები, დაყენების ტექნოლოგიები.
ვფიქრობ, ადაიანები, რომლებიც მასზე ზრუნავენ განსაკუთრებული ღვინის განმაპირობებელი ფაქტორია.
სად გაიყიდება თქვენი ღვინოები და ფასი, როგორი იქნება (საიდან-სადამდე)?
– ჩვენი ღვინო გაიყიდება, როგორც ადგილზე, სოფელ ობჩაში, ასევე თბილისის მაღაზიებში, მივიღე ძალიან საიტერესო შემოთავაზებები ღვინის მაღაზია Wine Store-დან (აღმაშენებლის 15 ნომერი) და ერთ-ერთი, ყველაზე ისტორიული მაღაზიისგან საქართველოში „მაღაზია გრიბოედოვზე„ ,რომელიც გრიბოედოვის 18 ნომერში მდებარეობს. ასევე ველით შემოთავაზებებს სხვა მაღაზიებისგან.
რა რაოდენობის ღვინის გაყიდვას გეგმავთ, როგორია თქვენი პროგნოზი?
– როგორც უკვე ვნახეთ მოთხოვნა ძალიან გაიზარდა ჩვენს პროდუქციაზე, გვწერენ და გვეკითხებიან, თუ როდის გამოჩნდება „ბაიას ღვინო“ ბაზარზე?! ვფიქრობთ, რომ მოთხოვნას სრულიად დავაკმაყოფილებთ.
რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებთაც ბიზნესის წამოწყება სურთ?
– პირველ რიგში, ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სფერო, რომელიც მოტივაციასა და შემოსავალს ძალიან ზრდის, ამიტომ უნდა დაინტერესდნენ წარმოებით. მთავარი რჩევა, რომ საქმე კარგად შეისწავლონ და აკეთონ ის, რაც კარგად გამოსდით.
კარგი იქნება, თუ ეს ბიზნესი სოფლის მეურნეობას შეეხება, რადგან როგორც ფერმერთა ასოციაციის ლოზუნგი ამბობს „ფერმერი პატრიოტია“.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
– მომავალში ვგეგმავთ, უფრო ფართოდ გავაცნოთ მომხმარებლებს ჩვენი პროდუქცია სხვადასხვა გზით. საინტერესო გამოწვევა იქნება უცხოეთში პროდუქციის გატანაც. ვგეგმავთ, რომ უფრო გავაფართოოთ ვენახები, წარმოებაც შესაბამისად და ვაკეთოთ ჩვენი საქმე ისე, როგორც აქამდე.
ნათია კეკენაძე