დღეს ღამიდან 5 იანვრამდე ვარდების რევოლუციის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ “თბილისი თაიმსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, მოძრაობის შეზღუდვა საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს უკავშირდება.
“შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისის მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 21 დეკემბერს 00:00 საათიდან, ვარდების რევოლუციის მოედანზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალება. ვარდების რევოლუციის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის 5 იანვრიდან აღდგება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.