მთავარი პროკურატურის მრჩეველი დილის 4 საათამდე იკითხებოდა პროკურატურაში. საგამოძიებო უწყებასთან იმყოფებოდნენ დაკავებულისა და დაზარალებული მხარის ახლობლები, თუმცა, მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. გვიან ღამით ჩვენება მისცა დაზარალებულმა დავით ბელიაშვილმაც.
როგორც ცნობილია, გვიან ღამით სამართალდამცველებმა მთავარი
მთავარი პროკურატურის მრჩეველი დილის 4 საათამდე იკითხებოდა პროკურატურაში. საგამოძიებო უწყებასთან იმყოფებოდნენ დაკავებულისა და დაზარალებული მხარის ახლობლები, თუმცა, მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. გვიან ღამით ჩვენება მისცა დაზარალებულმა დავით ბელიაშვილმაც.
როგორც ცნობილია, გვიან ღამით სამართალდამცველებმა მთავარი პროკურატურის მრჩეველი, გიორგი ინწკირველი და მისი ძმა დააკავეს. შემთხვევა მცხეთის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ძმები ერთ-ერთ მოქალაქეს, დავით ბელიაშვილს იარღით დაემუქრნენ. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ბელიაშვილის ფეისბუქის პირადი გვერდიდან გავრცელდა. მომხდარი შსს-მ და მთავარმა პროკურატურამ მალევე დაადასტურეს.
გიორგი ინწკირველ პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის, ირაღის უკანონო ტარებისა და მუქარის ბრალდებით დააკავა. მისი ძმა კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით, რაც წვრიმალნ ხულოგნობას და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
და მისი ძმა დააკავეს. შემთხვევა მცხეთის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ძმები ერთ-ერთ მოქალაქეს, დავით ბელიაშვილს იარღით დაემუქრნენ. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ბელიაშვილის ფეისბუქის პირადი გვერდიდან გავრცელდა. მომხდარი შსს-მ და მთავარმა პროკურატურამ მალევე დაადასტურეს.