ეგვიპტის დროებითმა პრეზიდენტმა ადლი მანსურმა, ახალი საკონსტიტუციო დეკლარაციას მიიღების შესახებს განკარგულება გამოსცა.
დოკუმენტი ითვალისწინებს 2 კვირის განმავლობაში საკონსტიტუციო ანსამბლეის მოწვევას, რომელიც ცვლილებს შეიტანს ქვეყნის ძირითად კანონში, კერძოდ: 6 თვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ახალი პარლამენტის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა.
შეგახსენებთ რომ ეგვიპტის არმიამ წინა კვირას, თანამდებობიდან გადააყენა პრეზიდენტი მოჰამედ მურსი, ამის შემდეგ დაიწყო მისი მომხრეების გამოსვლები, კაიროში.
დემონსტრაციების დაშლის დროს, სულ მცირე, 51 ადამიანი დაიღუპა და ოთხასზე მეტი დაიჭრა, იტყობინება ეგვიპტის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.
ეგვიპტის გარდამავალმა მთავრობამ ღრმა სინანული გამოხატა ხალხის დაღუპვის გამო. ტელევიზიით გამოსვლისას ადლი მანსურმა განაცხადა, რომ საქმეში გასარკვევად შეიქმნა საგამოძიებო კომისია და მოუწოდა ყველას ნაციონალური ინტრესების გაითვალისწინება.
09.07.13