“კარგი ამბავი მოვიდა ისევ ბრიუსელიდან, იმიტომ, რომ ბელგია, რომელიც იყო 28- ე ქვეყანა ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომელსაც რატიფიცირება არ ჰქონდა დასრულებული ასოცირების ხელშეკრულების, დაასრულა ეს პროცესი.” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
“ასე რომ, დღევანდელი მდგომარობით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულება ევროპის ყველა სახელმწიფოს მიერ არის რატიფიცირებული, გილოცავთ ამ მოვლენას!”,- განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცრება ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 27-მა ქვეყანამ განახორციელა. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დარჩენილი იყო, ეს ბელგია იყო. ამ ეტაპზე საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ევროკავშირის 28-ვე ქვეყანამ მოახდინა.