მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს მოსახლეობა მსოფლიო მოსახლეობის 6%-ს შეადგენს, იგი რესურსების დაახლოებით მესამედს იყენებს. უკანასკნელ ათწლეულში შეერთებული შტატების განვითარება დამოკიდებული იყო განვითარებადი ქვეყნებიდან ბუნებრივი რესურსების იმპორტისგან და ეს ტენდენცია, როგორც ჩანს, დღესაც გრძელდება და გაგრძელდება. სწორედ ამიტომ აშშ დაინტერესებულია მომწოდებელ ქვეყნებში პოლიტიკური-ეკონომიკურ-სოციალური სტაბილურობის შენარჩუნებას შეუწყოს ხელი.
თუმცა, საინტერესო ის არის, რომ აშშ-ს ეკონომიკურმა მდგომარეობამ არსებული ვითარება 2015 წლის ბოლო მონაკვეთში საკმაოდ გაამწვავა. ექსპერტების თქმით, ეს პირველ რიგში, სწორედ მოსახლეობის შეძლებულ და ღარიბ ფენებს შეეტყო.
Money.cnn.com – ის ინფორმაციით, აშშ-შო მოსახლეობის 23,2% ღარიბია და გაჭირვებაში უწევს ცხოვრება.
როგორც გრაფიკზეა ნაჩვენები, საშუალოზე დაბალი კლასი ქვეყანაში 18,4 %-ია, საალო კლასი 11,1 %, საშუალოზე მაღალი კლასი 6,1 %, მდიდარი მოსახლეობა 3,9% და ძალიან მდიდრები 1,8%.
ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, რაგურამ რაჯამი წერს, რომ აქ უნდა შევამჩნიოთ ერთი გარემოება: ქვეყნის მდიდარი მოსახლეობა არ იხდის ვალებს მთლიანად და არ ფარავს გადასახადებს, ეს პროცესი მიმდინარეობს წლები. „ფინანსური უპასუხისმგებლობა უკან უბრუნდება ცუდად არა მაათ, რამედ ღარიბ მოსახლეობას, რომელიც კიდევ უფრო ღატაკდება“. – წერს პროფესორი.
worldometers.info-ს ინფორმაციით, რომელიც წამებში ერთხელ ანახლებს მონაცემებს (თუ თქვენ ინფორმაციის გადამოწმებას ეცდებით საიტზე შესვლისთნავე მონაცემები შეცვლილი იქნება), კვების სექციაში ამ წუთების მდგომარეობით წერია, რომ მსოფლიოში არასაკმარისად იკვებება 782 მილიონი ადამიანი, თუმცა ჭარბწონიანი ადამიანების რიცხვი მილიარდზე მეტია, აქედან მათი 40%-მდე შეერთებულ შტატებში გვხვდება. მონაცემების მიხედვით, დღეს შიმშილით 18 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.
ფოტო ერთ-ერთი აქციიდან: „დარულდეს სიღარიბე – ახლავე“
გავრცელებული აზრი, რომ მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობის უმეტესობა გაჭირვებულ ქვეყანაში ბინადროს მცდარია. ახალი კვლევები, რომლებიც ბოლო წლებია ტარდება გვიჩვენებს, რომ ღარიბი მოსახლეობის 60% საშუალო შემოსავლიან და განვითარებულ სახელმწიფოებშია თავმოყრილი. ორი მილიარდი ღარიბი ადამიანი, რომელთა დღიური საარსებო მინიმუმი ორი დოლარი ან ნაკლებია, საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ცხოვრობს. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ეს რიცხვი 500 მილიონია. ექსპერტების თქმით, გაუმჯობესების პერსპექტივა დიდი ხნით გადაიწევს, რადგან რომც განხორციელდეს მხარდამჭერი პროექტები და ქვეყანაში ხუთიდან ექვს პროცენტამდე ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდეს, ეს ფაქტორი მაინც უმნიშვნელო ზეგავლენას მოახდენს იმ ადამიანებზე, რომლებიც დღეში ერთ ან ორ დოლარს გამოიმუშავებენ.
ფიქრობენ, რომ ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა ეკონომიკური ზრდის სარგებლიანობისა და ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებზე სახელმწიფო ხარჯების სამართლიანი განაწილებაა.
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე