ფეისბუკმომხმარებელი ანი გზირიშვილი პოზიტიურ ისტორიას ავრცელებს:
,,პოზიტიური ამბებიც ხდება:
დღეს სამარშრუტო ტაქსიში ( 137 ნომერი) ბავშვმა (13 წლის იყო) თქვა, ცუდათ ვარო და წინ გადაჯდა. დედამისთან ერთად იყო. მძღოლს სთხოვა, ფანჯარა გააღეთ, ჰაერი არ მყოფნისო. მძღოლმა – იქით დაჯექიო, უფრო დაგიბერავსო. ის ადგილი დაკავებული იყო, მაგრამ ადგა ქალი და დასვა ეს ბიჭი. მძღოლმა რამდენჯერმე ჰკითხა- როგორ ხარო, რამე ხომ არ გინდაო. მერე ,,მარშუტკა“ გააჩერა. წავალ, წყალს მოგიტანო. გადავიდა, იყიდა წყალი და ბავშვს მისცა. უკნიდან ხმა მომესმა, მძღოლზე თქვა ვიღაცამ – რა ადამიანიაო. მალევე ჩამოვედი. სიგნალი კი მესმოდა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. მერე ვიღაც ბიჭმა მითხრა, თქვენ გისიგნალებთო. ვიფიქრე, ფული ხო არ დავაკელი და შეცდომით ხო არ მივეცი-მეთქი. მივედი ,,მარშუტკასთან“ და მძღოლი მეუბნება, ხურდა დაგავიწყდათო და 10 თეთრი მომცა. იმდენად დავიბენი, გამოვართვი. ( მერე კი ვიფიქრე, რას ვართმევდი-მეთქი, მაგრამ გაკვირვებისგან მექანიკურად გავუწოდე ხელი.) პ.ს ბევრმა შეიძლება იფიქროს ისეთი არაფერი არ მომხდარაო, მაგრამ ამ კაცის საქციელმა იმდენად დადებითი ენერგიით ამავსო ვერ გამოვხატავ. ყველაზე მეტად ვაფასებ ასეთ ადამიანებს. სტიმულს მაძლევენ, მეც იგივენაირად მოვიქცე და ბევრი სიკეთე გავაკეთო.“ – წერს ანი.
ნატალია ჯალაღონია