ფეისბუკის გვერდზე “gemrielia.ge” შემდეგი პოსტი გამოქვეყნდა:
,,მაცივართან ვიდექი, პირობებს ვკითხულობდი. შავებში ჩაცმული ქალი მომიახლოვდა. -შვილო რას არიგებენო მეკითხება. შევხედე, გავუღიმე, სახეზე სისხლჩაქცევები ჰქონდა, ცხირზე ლაქა. მხოლოდ გაცრეცილი ჯემპრი ეცვა. აბუზული იყო და აკანკალებდა. თმა შეთეთრებული. … -აი დეიდა ახლგაზრდებმა მაცივარი დადგეს, პროდუქტები დააწყვეს და ვისაც შესაძლებლობა არა აქვს შეუძლია აიღოს მეთქი. მაცივრისკენ სწრაფად შეტრიალდა. დაბლა თაროზე ხაჭაპური და ღვეზელები იდო. ისევ მომიტრიალდა და მეკითხება-შეძლება ხაჩაპური ავიღოო? თვალებში ეწერა დანაშაულს ხომ არ ჩავიდენ, ხომ არ დამსჯითო.? ისევ გავუღიმე – კი, კი, თქვენთვის არის ეს მაცივარი , მოდით და აიღეთ ხოლმე მეთქი. მაცივრის კარი სწრაფად გააღო, ხაჭაპური გამოიღო, წელში ჯერ გასწორებული არ იყო, გამომხედა, ახლა მან გამიღიმა- მადლობაო და იქაურობას სწრაფად გაეცალა. ზურგზე მოვასწარი თვალის შევლება, დავინახე რომ მარჯვენა ხელი სახისკენ წაიღო და აიფარა. დღეს ჩემს ქალაქში კარგმა ახალგაზრდებმა, ახალგაზრდული მოძრაობა “დროადან” სოციალური მაცივარი დადგეს. იმედი მაქვს მაცივარში პროდუქტი არ გამოილევა და შემავსებელთა რიცხვი უფრო მეტი იქნება ვიდრე ამ პროდუქტების ამღებებისა. ახალი წელი მოდის და იქნებ გავავსოთ ეს მაცივარი ჩემო გორელებო. ყველას გილოცავთ, ხვავი და ბარაქა არ მოგაკლოთ ღმერთმა, მაგრამ ვისაც ეს აკლია მივეხმაროთ. მაცივარი თი ბი სი ბანკის გვერდით დგას.
დღეს გორში ახალგაზრდულმა მოძრაობამ “დროამ” სოციალური მაცივარი დადგა. ასატაცებელი იდეაა.” – წერია გვერდზე.
ნატალია ჯალაღონია