საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანსა და ,,დალას მავერიკსის” ძირითად ცენტრს, ზაზა ფაჩულიას NBA-ს ,,ყველა ვარსკვლავის” მატჩში მონაწილეობის რეალური შანსი აქვს. NBA-ს ,,ოლ სტარზე“ თამაში ყველა კალათბურთელის ოცნებაა, ხოლო თუ ზაზა იღბლიანთა შორის მოხვდა, პირველი ქართველი კალათბურთელი იქნება.
მიმდინარე სეზონში ზაზა ფაჩულიამ 13 ორმაგი დუბლი შეასრულა, რაც NBA-ში მესამე შედეგია. ზაზას მიმდინარე საშუალო მონაგარი 10.7 ქულა, 10.3 მოხსნა და 2 პასია. კრიტიკოსების შეფასებით, ზაზა ფაჩულიას ,,ოლ სტარში“ მოხვედრა დამსახურებული იქნება.
იმისთვის, რომ ქართველი ცენტრი ,,ოლ სტარზე“ მოხვდეს, გულშემატკივრების სოციალურ ქსელებში აქტიურობაა საჭირო.
ამისათვის რამდენიმე გზა არსებობს: 1) ხმის მიცემა NBA -ს გვერდზე. ლინკი – http://vote.nba.com/?iref=asv_howto&cid=asv16_howto##groupP
2)www.google.ge -ს გამოყენებით NBAVote Mavericks მოძებნით და ხმას ქართველ ცენტრს მისცემთ
3) Twitter-ის, Facebook-ისა და Instragram -ის კედელზე წერთ #NBAvoteZazaPachulia
4) ასევე, NBA App Apple -ის მომხმარებლის მიერ.
ყველა ამ გზის გამოყენებისას შემთხვევაში, თქვენ ხმა ცალკე ითვლება, თუმცა მხოლოდ დღეში ერთხელ. ასევე, შესაძლებელია, დღეში ერთხელ თქვენს კუმირ სხვა 9 სპორტსმენსაც დაუჭიროთ მხარი.
შუალედური შედეგები 24 დეკემბერს, 7 იანვარსა და 14 იანვარს გამოქვეყნდება.
ხმის მიცემა 19 იანვარს, თბილისის დროით – 08:59:59 საათზე დასრულდება.
,,ოლ სტარი” 2016 წლის 14 თებერვალს ტორონტოში “Air Canada Centre-ის“ დარბაზში გაიმართება.
ნატალია ჯალაღონია