პანკისში, სოფელ დუისში, საახალწლო ნაძვის ხე დამწვარი დახვდათ. წინასწარი ვარაუდით, ნაძვის ხე მოკლე ჩართვის შედეგად დაიწვა.
როგორც ირკვევა, მოსახლეობის ნაწილი ნაძვის ხის დადგმის წინააღმდეგი იყო, ამიტომ არის ვარაუდიც, რომ ნაძვი განზრახ დაწვეს. პანკისის ხეობაში მოსახლეობის დიდი ნაწილი ახალ წელს არ აღნიშნავს. რამდენიმე ადამიანი მომხდარს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ხეობაში მუსლიმები ახალ წელს მაინც არ აღნიშნავენ.
თუმცა, ნაწილი ამას უარყოფს და ამბობს, რომ ეს პროვოკაციაა და ფაქტის მათზე გადმობრალება მათთვის ნეგატიური იმიჯის შექმნას ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ პანკისის ხეობაში ნაძვის ხე პირველად წელს დადგეს. მომხდარს ახმეტის პოლიციის დუისის განყოფილება იძიებს.
ნატალია ჯალაღონია