ბრიტანეთში ახალ მონეტებს მოჭრიან და მათზე შექსპირის პიესები და ბეატრიქს პოტერის ზღაპრები იქნება გამოსახული. მონეტები ინგლისის გასული 1 000 წლის სამახსოვროდ შეიქმნა.
უილიამ შექსპირის კომედიები, ტრაგედიები, პიესები £2 მონეტაზე იქნება გამოსახული, მისი გარდაცვალებიდან 400 წლის გასვლის სახსოვრად.
50 პენსი კი სპეციალურად ბეატრიქს პოტერის დაბადებიდან 150 წლის აღსანიშნავად დამზადდება. £2 ღირებულების მონეტაზე ლონდონის დიდი ხანძრის 350-ე წლის სამახსოვრო სურათი იქნება გამოსახული.
მონეტები, სავარაუდოდ, 2016 წლის გაზაფხულზე გამოჩნდება.
ნატალია ჯალაღონია