ჩინეთში ჰენანის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში მაო ძედუნის ძეგლი დადგეს.
BBC ადგილობრივი მცხოვრებლებს გაესაუბრა, მათი თქმით, ძეგლი რამდენიმე მეწარმის ინიციატივით აიგო. მათ, დაახლოებით, 3 მილიონი იუანი დახარჯეს, ძეგლი მოოქროვილია.
BBC-ის ფოტოები როიტერმა მიაწოდა. მაო ძედუნის ახალი ძეგლი 36,6 მეტრია. თონ სუას ოლქში ძეგლი ორშაბათს აღმართეს.
მაო ძედუნი 1893 წელს დაიბადა. ის იყო ორი მოძრაობის – „უდიდესი ნახტომისა“ და „კულტურული რევოლუციის“ ინიციატორი. 1949 წელს, კომუნისტების საერთნაციონალური მასშტბით გამარჯვების შემდეგ, მაო ძედუნი ახალი სახელმწიფოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური გახდა. იგი 1976 წელს პეკინში გულის შეტევით გარდაიცვალა.
დღევანდელ ჩინეთში მარქსიზმი და მაო ძედუნი განსაკუთრებით პოპულარულია. მაოს სურათები პეკინის ერთ-ერთ ყველაზე თვალშისაცემი ღირშესანიშნაობაა. არებობს დიდი ბელადის მუზეუმები და ათასობით ძეგლი დგას მთელი ჩინეთის მასშტაბით.
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე