გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პრემიერ–მინისტრის რანგში, ამერიკის შეერთებულიშტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იან კელისთან პირველი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების ფართოსპექტრი და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ პარტნიორულურთიერთობებს და გამოითქვა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი.
საუბარი ასევე შეეხო მდგომარეობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. ყურადღებაგაამახვილა საქართველოში და ზოგადად რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულმდგომარეობასა და გამოწვევებზე.
იან კელიმ წარმატებები უსურვა გიორგი კვირიკაშვილს და აღნიშნა, რომ აშშ-ი მტკიცედ უჭერსმხარს საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანაში მიმდინარედემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურსტრუქტურებში ინტეგრაციას.
ამერიკის ელჩის განცხადებით, გაგრძელდება ღრმა და ფართო თანამშრომლობა პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ თუ რა გზით უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რა სფეროში ვიქნებით მისთვის ყველაზე საჭირო, რათა იგი წარმატებული გახდეს,“–აღნიშნა იან კელიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.