მარიამ გაბუნია ვიდეოს გვთავაზობს, რომელიც პოლონეთშია გადაღებული. ვიდეოში ერთ-ერთ სკოლაში მუსიკის გაკვეთილია ასახული.
,,პოლონეთში სკოლებში მოხალისედ ვიყავი და საქართველოზე მქონდა პრეზენტაციები. როცა ბათუმზე ვლაპარაკობდი, ბავშვებმა სიმღერა ვიცითო ამ ქალაქზე და მიმღერეს. სიმღერა ძალიან ძველია – დაახლოებით, 60-იანი წლების.“ – ამბობს მარიამი.
როგორც აღმოჩნდა, სიმღერა პოლონურია და მასწავლებელმა ასწავლა მოსწავლეებს. მარიამი ამბობს, რომ ემოციებით იყო სავსე. პროგრამის ფარგლებში მოხალისე მოსწავლეებს საქართველოს ღირსშესანიშნავ ადგილებს, ტრადიციულ ცეკვას, ენასა და ანბანს, მუსიკას, ლეგენდებს და ისტორიებს და ა.შ. აცნობდა. [flowplayer src=”http://www.ttimes.ge/wp-content/uploads/2016/01/s.mp4″ autoplay=”true”]
ნატალია ჯალაღონია