2015 წლის ბოლოს საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ „ქართული ღვინის მე-2 ეროვნული კონკურსი 2015“-ის საზეიმო დაჯილდოება გამართა. ასოციაციამ შედეგები იანვრის დასაწყისში გამოაქვეყნა. პროფესიული და არტ ჟიურის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ღვინოების სია ასე გამოიყურება.
წელს საუკეთესო ღვინოების გამოსავლენად ორი ჟიური მუშაობდა: ერთის მხრივ, პროფესიონალი ენოლოგები, დეგუსტატორები, სომელიეები და მეორეს მხრივ – საზოგადოების ცნობილი სახეები.
21 დეკემბერს სასტუმრო Holiday Inn Tbilis –ში არტ ჟიურის წევრებს წარმოადგენდნენ: ლანა ღოღობერიძე, ნანი ბრეგვაძე, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ნანა ჯორჯაძე, თამარ ბართაია, ლევან ლაღიძე, მაკა მახარაძე, ეკა ჩხეიძე, ეკა მამალაძე, ნოდარ მამისაშვილი, ლევან კოღუაშვილი, რევაზ კიკნაძე, დინი ვირსალაძე და დავით ტურაშვილი.
2015 წლის ქართული ღვინის მე-2 ეროვნულ კონკურსზე სულ მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტმა ღვინის კომპანიამ, ხოლო გაისინჯა 1000-მდე ნიმუში.
ჟიურის თავმჯდომარე ტრადიცილუად, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი და “მარანი ხეცურიანი”-ს დამფუძნებელი შალვა ხეცურიანი იყო.
წლის სუკეთესო ცქრიალა ღვინო – „ბრუტი“ 2014 წ. კომპანია „ბადაგონი.
წლის საუკეთესო „წინანდალი“ – „წინანდალი“ 2013 წ. კომპანია „თელიანი ველი“ ; „წინანდალი 2014წ. კომპანია „თბილღვინო“.
წლის სუკეთესო „თეთრი მშრალი ღვინო“ – „კონდოლი-მწვანე-ქისი“ 2014 წ. კომპანია „თელავის ღვინის მარანი“.
წლის საუკეთესო „ქვევრის თეთრი ღვინო“ – „ქვევრის ტრადიციული კახური“ 2014 წ. კომპანია „პეტრიაანთ მარანი“ ; „რქაწითელი მამაპაპური“ 2014წ. კომპანია „საწნახელი“.
წლის საუკეთესო „ვარდისფერი ღვინო“ – „საფერავი როზე“ 2014წ. კომპანია „თელავის ღვინის მარანი“.
წლის საუკეთესო „წითელი მშრალი ღვინო“ – წინანდალი კაბერნე 2014 წ. კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ; „შავკაპიტო“ 2014 წ. კომპანია „შატო მუხრანი“.
წლის საუკეთესო „თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო“ – „ქისი 2013 წ. კომპანია „კონჭო და კომპანი“.
წლის საუკეთესო „მუკუზანი“ – „მუკუზანი“ 2013 წ. კომპანია „ბესინი“, „მუკუზანი“ 2014 წ. კომპანია „კახური ღვინის მარანი“.
წლის საუკეთესო სფერავი – „საფერავი“ 2014წ. კომპანია „თბილღვინო“, „საფერავი“ 2014 წ. კომპანია „მუმი“.
წლის საუკეთესო „პრემიალური საფერავი“ – „ალავერდო“ 2014 წ. კომპანია „ბადაგონი“., „საფერავი პრემიუმი“ 2013 წ. კომპანია „ასკანელი ძმები“.
წლის საუკეთესო ხვანჭკარა – კომპანია „ვაინმენი“.
წლის საუკეთესო ქინძმარაული – კომპანია „შალოშვილის მარანი“.
წლის საუკეთესო ჭაჭა – „ზეარის ჭაჭა“ კომპანია „ზეარისი“; „ჭაჭა“ 2014 წ. „თელავის ღვინის მარანი“.
ნათია კეკენაძე