რუსა შელია ,,ფეისბუკზე“ შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
,,დღეს იმდენად მაგარი ემოციებით დავიმუხტე, უნდა მოგიყვეთ!
რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული? – თანამედროვე საქართველოსთვის ამ გაცვეთილ (საუბედუროდ) კითხვაზე უამრავი სხვადასხვა შინაარსის, იდეოლოგიისა თუ მენტალობის პასუხი მომისმენია. ალბათ, თქვენც, მაგრამ სხვების პოზიციებისა და დამოკიდებულებების განხილვას ახლა არ შევუდგები, უბრალოდ, ჩემ მოკრძალებულ აზრს მოკლედ გაგიზიარებთ – რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული? როცა არამხოლოდ გიყვარს, არამედ, შესაბამისადაც მ ო ქ მ ე დ ე ბ ! ზუსტად ისე, როგორც ეს ახალგაზრდა, ენერგიული, უსაზღვროდ განათლებული და პატრიოტი ადამიანი აკეთებს – სამშობლოს სიყვარულს საკუთარი მოქმედებებით გამოხატავს! რა თქმა უნდა, უანგაროდ!
არადა, 90-იან წლებში, „ბირჟაზე“ დგომა „კაი ტიპობად“ რომ ითვლებოდა, პირველკურსელმა, თბილისელმა ბიჭმა ამერიკული ოცნების ახდენა დაუღალავი შრომით შეძლო – აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია მოიპოვა, მალე მოქალაქეობა და სამსახურიც მიიღო და ერთ-ერთი წარმატებული ამერიკული კომპანიის წამყვანი სპეციალისტიც გახდა! ანუ, უმაგრეს სახელმწიფოში მაღალი ანაზღაურებაც ჰქონდა, უზრუნველყოფილი ცხოვრებაც და სერიოზული წინსვლის პერსპექტივაც, მაგრამ ერთ დღესაც, 18-წლიან ამერიკულ კარიერაზე უარი თქვა და საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა! საქველმოქმედო ორგანიზაცია „ნათელი საქართველო“ შექმნა, სოციალურად დაუცველ სკოლის მოსწავლეებს ხატვისა და მუსიკის გაკვეთილები დაუფინანსა, აბიტურიენტები, რომლებსაც ფინანსურად განსაკუთრებით უჭირდათ, ეროვნული გამოცდებისთვის უფასოდ გადაამზადა, (კიდევ უამრავი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას გეგმავს ) დღეს კი თავხსმა წვიმაში, რუსთაველის მეტროსთან გამოვიდა და თანამოქალაქეებს ცხელი სადილით გაუმასპინძლდა. რატომ აკეთებ ამას? ვაღიარებ, ბევრჯერ ვკითხე! იმიტომ, რომ ეს ჩემი ქვეყანა და ჩემი ვალია – ყოველ ჯერზე ასე მპასუხობს!
მეამაყები….“ – წერს რუსა.