შშმ პირი – მაგდა ბეჟანიშვილი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს:
,,3 წლის ასაკში დავკარგე მხედველობა. უშედეგო ოპერაციებით მოვედი დღემდე. გამოვიარე წლები, როცა საერთოდ არ ვფიქრობდი ამაზე და ეს თემა საკუთარ მესაც კი დავუხურე, არამც თუ საზოგადოებას.
მაგრამ ვიფიქრე, ვიფიქრე და მივხვდი, რომ უნდა გხედავდეთ!
არ მინდოდა ამის დაპოსტვა და თქვენი შეწუხება.
მართლა არ ვფიქრობდი ამაზე, თუმცა არსებობს მატერიალური მხარე, რასაც მარტო ვერ ვუწევ წინააღმდეგობას.
სადღაც, საქართველოდან შორს, არის შანსი, რომ ოპერაცია გავიკეთო და დავინახო. ეს არ ვიცი, რომელ ქვეყანაშია და ამის გასარკვევად მჭირდება მიზერული თანხა.500 ლარი. გთხოვთ ყველას. ვისაც გაქვთ სურვილი და საშუალება. დამეხმარეთ.
ეს ანგარიშის ნომერია, სადაც ჩემთან ერთად შეძლებთ თანხის მოგროვებას. წინასწარ ყველას დიდი მადლობა.
მიყვარხართ!
saqartvelos banki. GE 08 bg0000000 84 62 50 200” – წერს მაგდა.