2015 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ქართული სპორტული სამყაროსთვის. ქართველმა კალათბურთელებმა და რაგბისტებმა წარმატებით იასპარეზეს ევროპის ჩემპიონატსა და მსოფლიო თასებზე.
მსოფლიომ კიდევ ერთხელ აღიარა ქართველი სპორტსმენები ზაზა ფაჩულია და მამუკა გორგოძე. ქართველმა მოჭიდავეებმა და ძიუდოისტებმა კი, როგორც წინა წლებში, 2015 წელსაც რამდენიმე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს სამშობლოში.
სპორტი ათასწლეულების წინ და დღესაც, XXI საუკუნეში სხვადასხვა ეროვნების, სარწმუნოების, სქესის, განსხვავებული ტრადიციებისა და წესების მქონე ადამიანების შემაკავშირებელ ძალას წარმოადგენს. საბედნიეროდ, დღეს ადამიანებს ბევრი რამ აერთიანებთ, სპორტი ამ მნიშვნელოვან ფაქტორებს შორის ერთ-ერთია.
ქართული საზოგადოება სპორტის აქტიური გულშემატკივარია.
ის არის ერთ-ერთი საშუალება,რომელიც ქართველების, როგორც იტყვიან, „მებრძოლ სულისკვეთებას“ ავლენს. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ სპორტში არსებულ პრობლემებზე საზოგადოება დღეს აქტიურად საუბრობს, მხარს უჭერს ქართველ სპორტსმენებს მსოფლიო მასშტაბით შეჯიბრებებზე და თავისი გულშემატკივრობით მათ გამარჯვების სურვილს უჩენს.
მიუხედავად იმისა,რომ დღეს ქართულ სპორტში ბევრი პრობლემა არსებობს, ჩვენი ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით წარმატებით ასპარეზობს სხვადასხვა სახეობაში . 2015 წელი ამ მხრივ, გამონაკლისი არ ყოფილა. “თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ 2015 წლის ქართული სპორტის მნიშვნელოვან მოვლენებს.
ქართული საფეხბურთო სივრცისთვის 2015 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ფედერაციის ახალი პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის არჩევა გახლდათ. ნოდარ ახალკაცის, მერაბ ჟორდანიას, ნოდარ ახალკაცი უმცროსის, გიორგი ნემსაძისა და დომენტი სიჭინავას შემდეგ, კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მეექვსე პრეზიდენტია.
საპრეზიდენტო არჩევნებში კობიაშვილმა რევაზ არველაძეზე სამი ხმით მეტი, 18 ხმა მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. ლევან კობიაშვილი წლების განმავლობაში თამაშობდა ეროვნულ გუნდში, ის ერთადერთია, რომელმაც ქვეყნის მთვარი საფეხბურთო გუნდის მაისური 100-ჯერ მოირგო.
სასიხარულო იყო ქართველი გულშემატკივრებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანის, ჯაბა კანკავას წარმატებაც,რომელიც ფრანგულ კლუბში „სტად რეიმსში“ ითამაშებს. ფრანგულ კლუბთან კანკავამ 4 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ოთხნომრიანი მაისური მიიღო.
„ტრანსფერმარკეტი“ კანკავას 4 მილიონ ევროდ აფასებს, რაც იმას ნიშნავს,რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქართველიფ ეხბურთელია ყაზანის „რუბინის“ მცველ საბა კვირკველიასა და არნემის „ვიტესის“ შემტევ ნახევარმცველ ვალერი ყაზაიშვილთან ერთად.
საქართველოს თასის გამარჯვებული თბილისის „დინამო“, ხოლო საქართველოს ჩემპნიონი გორის „დილა“ გახდა. საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა, „დინამომ“ მეთორმეტედ მოიგო ქვეყნის თასი. გორის „დილამ“ კი 30 მატჩში დაგროვილი 64 ქულით პირვლად მოიგო ქვეყნის უძლიერესი გუნდის ტიტული.
UEFA-ს ოფიციალური ვებ-გვერდის გამოკითხვით, კი თბილისში გამართული ევროპის სუპერთასის ფინალური შეხვედრა წლის საუკეთესო მატჩად დასახელდა. გულშემატკივართა 45%-ის ხმა 11 აგვისტოს თბილისში, „დინამო არენაზე“ გამართულ სუპერთასისს მატჩმა მიიღო. ამ მატჩში ერთმანეთს კატალონიური „ბარსელონა“ და ანდალუზიური „სევილია“ დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ,რომ შეხვედრა 5-4 „ბარსელონას“ გამარჯვებით დასრულდა.
2015 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გერმანია – საქართველოს მატჩი იყო. ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას უმასპინძლა და 0-2 დამარცხდა. გერმანელებმა ორივე გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანეს, გოლების ავტორები მარკო როისი და თომას მიულერი იყვნენ.
ქართული რაგბი 2015 წელს გულშემატკივრების ყურადღების ქვეშ განსაკუთრებით მოექცა. ქართველმა რაგბისტებმა წარმატებით იასპარეზეს მსოფლიო თასზე, მათ ორი თამაში მოიგეს და მომდევნო მსოფლიო თასის საზგური ავტომატურად მოიპოვეს.
„ბორჯღალოსანთა“ კაპიტანი მამუკა გორგოძე მსოფლიო მატჩის 4 თამაშიდან ორში ტონგასთან და ახალ ზელანდიასთან საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
1 ნოემბერს კი მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, საერთაშორისო რაგბის მესვეურებმა მსოფლიო რაგბის 2015 წლის გამორჩეული პერსონები დაასახელეს. სასიხარულო იყო ის ფაქტი,რომ 15 უძლიერეს მოთამაშეს შორის მეექვსე ნომრის პოზიციაზე „ბორჯღალოსნების“ კაპიტანი მამუკა გორგოძე მოხვდა.
მსოფლიო რაგმა ახალი ჯილდო „წლის აღმოჩენა“ დააწესა. ამ პრესტიჟულ ნომინაციაზე სამი მორაგბე იყო წარდგენილი – შოტლანდიელი მარქ ბენეთი, ახალ ზელანდიელი მილნერ სქადერი და ქართველი ვასილ ლობჟანიძე. გამარჯვებული ახალი ზელანდიელი მორაგბე გახდა.
ქართველ კალათბურთელებს წარმატებული წელი ჰქონდათ. ზაზა ფაჩულიამ სეზონის მე-17 ორმაგი დუბლი ნბა-ს მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე სეზონის ლიდერ „გოლდენ სტეიტთან“ ითამაშა. „გოლდენ სტეიტთან“ მატჩში ფაჩულია იყო ერთდერთი მოთამაშე,რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა. ორმაგი დუბლების სტატისტიკაში 17-17 ერთეულით ლიგაში მე-4 ადგილს ფაჩულია და დეანდრე ჯორდანი იყოფენ.
2015 წლის სექტემბრის თვეში იტალიურმა კლუბმა „კაბო დ ორლანდომ“ ქართველი კალათბურთელი აიყვანა. კლუბმა კონტრაქტი 17 წლის მცველთან, ლევან ბაბილოძესთან გააფორმა. მისი სიმაღლე 196 სმ-ია, მან გასული სეზონი „ტიგულიოში“ გაატარა, ახლა კი სერია ა-ში ითამაშებს.
კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბათუმელი კალათბურთელი „ბრილიანტად“ მოიხსენიეს.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2015 წლის ევროპის ჩემპიონატს,სამწუხაროდ, დაემშვიდობა. ნაკრები ევრობასკეტის მერვედფინალურ მატჩში ტურნირის მოქმედ ვერცხლის პრიზიორ ლიტვასთან 81:85 დამარცხდა.
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა არსებობის მანძილზე პირველად ითამაშა ევროპირველობის პლეი ოფში და ტოცა დააკლდა ევროპის საუკეთესო 8 გუნდში მოსახვედრად.
ზაზა ფაჩულიას რეალური შანსი გაუჩნდა,რომ „ოლ სთარში“ ითამაშოს. საქართველოს კალათბურთში ამ ისტორიული მოვლენისთვის კი საჭიროა ფაჩულიამ საჭირო რაოდენობის ხმები მოაგროვოს. ტექნიკურად ხმის მიცემ 24 საათში ერთხელ არის შესაძლებელი.
ძიუდო / ჭიდაობა / მძლეოსნობა / ჭადრაკი / ჩოგბურთი / ხელბურთი / წყალბურთი
19 დეკემბერს , ძიუდოს ქართულმა კლუბებმა „ოქროს ლიგაში“ და ევროპის საკლუბო ემპიონატზე იჭიდავეს. შსს-ს ძიუდოს კლუბმა „მებრძოლმა“ ვენაში გამრთული ევროპის საკლუბო ჩემპიონატი „ოქროს ლიგა“ მოიგო. ძიუდოს საკლუბო ევროპირველობის პირველი ლიგის ჩემპიონი, რომელსაც თბილისმა, ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა „საგარეჯო“ გახდა.
კიდევ ერთი ქართული კლუბი „შევარდენი“ კი მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა და ამ მიღწევით ორივე გუნდმა უმაღლესი – „ოქროს ლიგის“ საგზური მოიპოვა.
81 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილმა ძიუდოს დამაარსებლის ძიგარო კანოს სახელობის ტურნირის ფინალში კორეის ნაკრების წარმომადგენელი ლი სუნგსუ დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდა საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, ვისაც ტოკიოს გრან სლემბზე ოქროს მედალი მოუპოვებია.
2015 წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენა ქართველი მოჭიდავეების გამარჯვება გახდა. მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში, ქართველმა სამბისტებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, მათ 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ლეგენდარულმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. იტალიის ქალაქ აქუი ტერმეში ჩატარებულ ჩემპიონატზე ქართველი მოჭადრაკე საუკეთესო იყო.
გაფრინდაშვილმა 65 წელს ზემოთ გამართულ ქალთა ჩემპიონატზე 9 ტურში 7 ქულა დააგროვა და ოქროს მედალი მოიპოვა. ტიტულოვანმა მოჭადრაკემ საკუთარ კოლექციას ერთი მედალიც შემატა.
2015 წელს საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის მონაწილეობა უიმბლდონზე წარმატებული გამოდგა. მსოფლიოს 178 ჩოგნიდან 90-ე საფეხურზე დამკვიდრდა. მან ყველასთვის ნაცნობ და გამოცდილ ესპანელ ჩოგბურთელს ფელიციანო ლოპეს მოუგო.
2015 წელი საქართველოს ხელბურთის ფედერაციისთვის წარმატებული აღმოჩნდა. სექტემბრის თვეში შვეიცარიიდან ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე პრიზით დაბრუნდნენ. ბაზელში, მათ გადაეცათ სპეციალური დიპლომი,როგორც განვითარებად ქვეყნებს შორის საუკეთესო ფედერაციას. საქრთველო პირველ ადგილზე გავიდა ლატივიის, ესტონეთის, ისრაელის, ბულგარეთის, ბრიტანეთის, ირლანდიის, ფარერების, ალბანეთის, მოლდოვას, აზერბაიჯანის, მალტას, სომხეთსა და ანდორას შორის.
2015 წლის მიწურულს საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ევროპის ჩემპიონატისთვის. გუნდმა თურქეთში ორი მატჩი ჩაატარა და ორივეში გაიმარჯვა. ნაკრებმა თურქეთი 14:10, ხოლო რუმინეთი 12:9 დაამარცხა.
ამ დროისთვის კი,როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქართველი გულშემატკივრებისა და სპორტული სამყაროს ყურადღება NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩისკენაა მიპყრობილი. ხმა მიეცით საქართველოს ნაკრების კაპიტანს და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კლუბ დალას მავერიქსის წევრს – ზაზა ფაჩულიას ყველა ვარსკვლავის მატჩში სათამაშოდ. NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩი14 თებერვალს ტორონტოში გაიმართება
ნათია კეკენაძე