ამერიკის ფედერლურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ათეისტების საჩივარი, რომლებიც ითხოვდნენ, რომ ამერიკული დოლარიდან წაშლილიყო ღმერთისადმი რწმენის გამომხატველი სიტყვები “In God We Trust“. ( ,,ჩვენ ღმერთის გვჯერა“).
ათეისტების აზრით, ეს წარწერა თავისუფლების შემზღუდავი და გარკვეული ფორმით, ძალადობრივიცაა.
წარწერა ამერიკულ დოლარზე 1955 წლიდან არის დამატებული, სასამართლომ დიდხანს იმსჯელა იმაზე, იყო თუ არა ეს წარწერა დისკრიმინაციული ხასიათის. ამერიკული კანონმდებლობისა და სამართლის ცენტრის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში წერია, რომ თავისუფლება ღმერთისგან მოდის და არა სახელმწიფოსგან. ეროვნული ვალუტა კი ამ ყველაფრის გამოხატულებაა, რომელიც ნათლად აღნიშნავს ამერიკელების განსაკუთრებულ დამოკიდებულებას რწმენისადმი.
საზოგადოების ნაწილისთვის ათეისტების მოთხოვნა სრულიად მისაღები და გასაგებია.
ათეისტები მაინც არ აპირებენ შეჩერებას და დარწმუნებულები არიან, რომ მათი ბრძოლა, ადრე თუ გვიან, შედეგს გამოიღებს.
ნატალია ჯალაღონია