აშშ-ის მთავრობა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების; ქალბატონების, ახალგაზრდებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების; აგრეთვე სოციალურად დაუცველი ჯგუფების დასახმარებლად 4.95 მილიონ დოლარს გამოყოფს.
“გვჯერა, რომ საზოგადოების ყველა ფენის ინკლუზიურობა და ინტეგრაცია უფრო მეტად აძლიერებს და უფრო მეტად დემოკრატიულს ხდის ქვეყანას. მადლობა საქართველოს მჭიდრო თანამრომლობისათვის,” – ნათქვამია აშშ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.