worldometers.info-ს ინფორმაციით, რომელიც ყოველ წამს ანახლებს მონაცემებს, ამ წუთისთვის მსოფლიოში 780 მილიონი ადამიანი შიმშილობს.
მსოფლიოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე შიმშილობა განმარტებულია, როგორც მდგომარეობა,რომელიც ვითარდება მაშინ,როდესაც ორგანიზმი არ ღებულობს მისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, ან ღებულობს, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობით, შესაძლებელია დარღვეული იყოს საკვები ნივთიერებების ათვისების პროცესიც.
შიმშილს უმეტესწილად იწევევს სიღარიბე, ამიტომ იგი ასოცირდება სიღარიბესთან.
სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოს 35%-ში შიმშილობის ყველაზე მაღალი ზღვარი ფიქსირდება.
ამ სტატისტიკის პარალელურად, 2015 წლის მსოფლიო შიმშილის ინდექსის მონაცემები ქვეყნდება. მონაცემების თანახმად, საგანგაშო სიტუაცია მსოფლიოს 8 ქვეყანაშია.
ინდექსი 46,9- დან 35,4მ-დე შემდეგნაირად გადანაწილდა:
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩადი, ზამბია, აღმოსავლეთი ტიმორი, სიერა ლეონე, ჰაიტი, მადაგასკარი და ავღანეთი.
საინტერესოა, რომ ისეთი ქვეყნებს, როგორებიცაა ინდოეთი და ჩრდილოეთ კორეა აქვთ ინდექსზე 29 და 28.8 რიცხობრივი მაჩვენებელი მინიჭებული.
შედარებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელის ხუთეული სკალაზე ასე გამოიყურება: არგენტინა, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბელარუსი, ბრაზილია და ჩილე. კვლევაში არ მონაწილეობდა შეერთებული შტატები და ევროპის კონტინენტი.
მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ორგანიზაციები მუდმივად ატარებენ კვლეებსა და ქვეყნებს სთავაზობენ კონკრეტულ სტრატერგიებსა და რეკომენდაციებს. ფიქრობენ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ფართო ეკონომიკური განვითარებისა და სასურსათო უსაფრთხოების გარანტია. იგი მნიშვნელოვანია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.
შეერთებულმა შტატებმა გამოსცა სტრატერგია სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში, სადაც წამყვანი ადგილი უკავია პროგრამას სათაურით „გამოკვებე მომავალი თაობები“. ამ პროგრამის ფარგლებში, აშშ-მ 3,5 მილიარდი დოლარი გაიღო, რათა მსოფლიოში სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელი შეეწყოს და მოგვარდეს კვების პრობლემები. პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია. ასევე დამატებით 18,5 მილიარდი დოლარი გამოიყო სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მიერ.
აქვე გათვალისწინებულია ქალთა დახმარებაც სოფლის მეურნეობის სექტორში და იმ სხვა პარტნიორების ხელშეწყობაც, რომლებიც სურსათის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
საბოლოო ჯამში, პროგრამის მიზანია, რომ ინვესტიციებმა სოფლის მეურნეობის სექტორში გააუმჯობესოს ბაზარი, რომელიც პირდაპირპროპორციულად გამოიწვევს მილიონობითადამიანისთვის უკეთესი პირობების შექმნას, რაც გამოიხატება მიწოდების გაზრდითა და ფასების შემცირებით სურსათზე.
გაეროს მსოფლიო კვების პროგრამის 2015 წლის მონაცემებით: ქალ ფერმერებს სხვადასხვა რესურსზე მამაკაც კოლეგებთან თანაბარი ხელმისაწვდომობა,რომ ჰქონდეთ მსოფლიოში მოშიმშილეთა რიცხვი 150 მილიონით შემცირდებოდა; აფრიკის საჰარას უდაბნოს სამხრეთით მდებარე ნაწილში კი პროცენტულად ადამიანების ყველაზე დიდი რაოდენობა, ყოველი ოთხი ადამიანიდან ერთი, შიმშილობს, მსოფლიოში 795 მილიონ ადამიანს არ აქვს ჯანმრთელი და აქტიური ცხოვრებისთვის საჭირო და საკმარისი საკვები.
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე