საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში ამერიკის ელჩს იან კელის საქმიანსადილზე შეხვდა. შეხვედრა იან კელის მიწვევით ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა, სადაცმთავარმა პროკურორმა პროკურატურის განვითარების ექვსწლიანი სამოქმედო პროგრამის შემუშავებაზედა უწყების პრიორიტეტებზე ისაუბრა.
ირაკლი შოთაძემ ამერიკის ელჩს მადლობა გადაუხადა პროკურატურის რეფორმირებისა და განვითარებისსაქმეში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისათვის.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამომავლოთანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზეც, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს და უფრო ეფექტურსგახდის პროკურატურის რეფორმირების პროცესში ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობას.