16 იანვარი ყველა დროის ყველაზე პოპულარული ბრიტანული როკჯგუფის – ,,ბიტლზის“ დაბადების დღეა. 1957 წლის 16 იანვარს ლივერპულში კლუბი Cavern გაიხსნა, რომელშიც ამ ა ლეგენდარული ჯგუფის დებიუტი შედგა.
,,იუნესკომ” 2001 წელს ეს დღე ,,ბიტლზის” საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
1960 წელს ლივერპულში ჩამოყალიბებული პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფი ,,ბითლზი” დღემდე ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ჯგუფს ოთხი წევრი ჰყავდა: ჯონ ლენონი (რითმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკარტნი (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონი (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარი (დასარტყმელი ინსტრუმენტები, ვოკალი).
ჯგუფი 1960-იანი წლების კულტურული და სოციალური რევოლუციების საფუძვლად იქცა.
1962 წელს ,,ბითლზის” პირველი ალბომი-“Love Me Do“ გამოვიდა. შემდეგ წელს მათ უკვე საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს და 1966 წლამდე, ალბომების ჩაწერასთან ერთად, აქტიურად მართავდნენ კონცერტებს. მათ საოცარ პოპულარობას ,,ბიტლომანია”, ხოლო ფანებს კი ,,ბიტლომანები” ეწოდათ.
FBI ,,ბიტლებს“ ,,ამერიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“ უთვალთვალებდა. ყველაზე დიდ ინტერესს მათთვის ლენონი წარმოადგენდა, როგორც ,,რადიკალურად განწყობილი ნარკომანი, რომელსაც მილიონობით ,,ბიტლომანით“ მანიპულაცია შეუძლია.“
1970 წელს ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა. 1980 წელს ჯონ ლენონი მარკ დევიდ ჩეპმენმა მოკლა. 2001 წელს ჯორჯ ჰარისონი გარდაიცვალა. რაც შეეხება პოლ მაკარტნისა და რინგო სტარს, ისინი მუსიკალურ კარიერას დღემდე აგრძელებენ.
ჯგუფის დაშლიდან 46 წლის გასვლის მიუხედავად, ,,ბიტლზი” მაინც რჩება ყველა დროის, ყველაზე პოპულარულ და გაყიდვად მუსიკალურ ჯგუფად. 16 იანვარი კი არა მარტო მშობლიურ ლივერპულში, არამედ მთელს მსოფლიოში განსაკუთრებული პომპეზურობით აღინიშნება.
ნატალია ჯალაღონია