დღეს საქალაქო სასამართლოში რუსუდან კერვალიშვილის, მაია რჩეულიშვილის და ივანე ცაგურიას სასამართლო პროცესი გაიმართება. პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების რა ფორმას მოითხოვს ამ დროისათვის უცნობია.
მენაშენეთა გაფლანგული თანხების საქმეზე სამივე პირს თაღლითობა და დიდი ოდენობით თანხის მითვისება ბრალდებათ.
საუბარია 11 მილიონზე და 6 ათასამდე დაზარალებულ პირზე. “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებისგან განსხვავებით, კომპანია “დექსუსის” დამფუძნებელი ივანე ცაგურია უწყებაში ბრალის გაცნობის შემდეგ დააკავეს.
ბრალდებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
12.07.13